|
2016-03-25 18:45:41, 921 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში 22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ჯარისკაცებმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს
ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ჯარისკაცებმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს. ქართველმა სამხედროებმა ჰუმანიტარული ტვირთი ბატალიონის სამოქმედო რაიონში, სოფელ პეტავაში სასწავლო სემესტრის განახლებასთან დაკავშირებით ჩაიტანეს.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდა ჰუმანიტარულ ოპერაციაში ავღანეთის ეროვნული არმიისა და ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. საჰაერო მხარდაჭერას „AH-64- აპაჩის" ტიპის საბრძოლო-მოიერიშე შვეულმფრენი უზრუნველყოფდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში მისიას 2015 წლის ოქტომბრიდან ასრულებს. „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მას V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი რამდენიმე კვირაში ჩაანაცვლებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)