19:36 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 13:08:12, 5372 ნახვა

ეკონომიკა
იანვარი-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6%-ით განისაზღვრა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ია.

 

უწყების ცნობით, 2025 წლის ოქტომბერსი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. კლების ტენდენცია იყო მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი (FOB) 6.ბ%-ით გაიზარდა, საქონლის იმპორტი (CIF) 9.3%-ით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა კი - 8.6%-ით.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2025 წლის ოქტომბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაცია და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ჯანდაცვის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობებისა და ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორებმა. იანვარ-ოქტომბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics