|
2025-11-26 16:48:37, 928 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენ არ შეგვიჩერებია ევროინტეგრაცია, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ თავად შეაჩერა
ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი, უკვე დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა შეაჩერა დიალოგი საქართველოსთან, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, – ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისა განაცხადა. მისი თქმით, ის, რაც არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს და ძირითადად ამაზე ევროკავშირის ელჩი საუბრობდა, ის მოგვიანებით დოკუმენტურადაც დაადასტურეს. „2024 წლის 27 ივნისს თავად ევროპულმა ბიუროკრატიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან დიალოგის შეჩერების თაობაზე, რაც იყო უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიმართ. შემდეგ გამოაცხადეს უტიფრად, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ის, რაც მათ უკვე ივნისში ჰქონდათ შეჩერებული. ამ მასშტაბის დემაგოგია, რა თქმა უნდა, არ ეკადრება ზოგადად ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ვხედავთ, დარღვეულია მათ შორის მორალური პრინციპებიც ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომები მომავალში შეიცვლება და შეიცვლება ზოგადად ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, რაც შეეხება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციას, ის ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში და შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციას სწორედ მოქმედი ხელისუფლების ძალისხმევით დაემატა. „ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინ ოპოზიციამ ამ ჩვენს ძალისხმევას მხარი არ დაუჭირა. ყველაფერი ნათელია, ყვლაფერი წერია საქართველოს კონსტიტუციაში, როგორია ჩვენი ორიენტაცია, რა გვინდა საგარეო-პოლიტიკური კუთხით, ეს წერია საქართველოს კონსტიტუციაში. თუ მიდგომები შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, თუ გლობალური პოლიტიკური კონტექსტი შეიცვლება, ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ყველა დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა დღეს ხედავთ, რომ გლობალური კონტექსტი არ არის ამ მიზნების შესრულებისკენ მომართული როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. თქვენ ხედავთ, როგორ ვითარდება ნატო-უკრაინის ურთიერთობები, რაც აისახება სხვა ქვეყნებზეც, ვხედავთ, როგორია ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის მიმართ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მიდგომები შეიცვლება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენი პოზიცია არის ცხადი – ის არის დაფიქსირებული არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში, არამედ ჩვენს საჯარო განცხადებებში და ეს ყველაფერი არის ჩვენი ქმედებების თანმდევი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი საგარეო-პოლიტიკური ორიენტირები არის აბსოლუტურად მკაფიო და ცხადი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
ნეთანიაჰუ დათანხმდა ტრამპის მოთხოვნას ირანზე საპასუხო დარტყმების გადადების შესახებ
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ირანს „ძლიერი დარტყმით“ ემუქრება მწვანე შუქის მიღების შემდეგ
ირანმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)