|
2016-03-25 15:49:50, 814 ნახვა
სამართალი
სარფსა და ვალეში საბაჟო კანონდარღვევის ფაქტები გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ , 19 მარტს ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა მარიხუანა ირანის მოქალაქე ჰ.ნ.-ის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილებას. მათივე ცნობით, 22 მარტს „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ირანის მოქალაქე ა.ს., რომლის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი. " ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ი.მ.-ის ბარგშიც. ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილებას. ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს 23 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს“, მებაჟე ოფიცრებმაც. მედიკამენტი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა.ი.-ის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, სკანერზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს",-ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)