17:00 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-18 09:48:27, 818 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი მზადაა ხელი მოაწეროს კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი მზადაა ხელი მოაწეროს კანონპროექტს, რომელიც რუსეთზე სანქციების გაზრდას ითვალისწინებს, იმ პირობით, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ასეთი შეზღუდვების დაწესების ან მოხსნის შესახებ მას ეკუთვნის. ამის შესახებ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა.

„თეთრი სახლისა და პრეზიდენტისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სანქციების პაკეტში გამონაკლისი ყოფილიყო, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პრეზიდენტს ეკუთვნოდა. ამიტომ, თუ ეს კანონპროექტში იქნება გათვალისწინებული, ვფიქრობ, პრეზიდენტი მის ხელმოწერას განიხილავდა. მან ამის შესახებ გუშინ ღამით განაცხადა“, - აღნიშნა წყარომ.

ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინაში ომის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს: „ჩვენ ნამდვილად კვლავ ვმუშაობთ ამაზე. ეს უბრალოდ წინა პლანზე არ ყოფილა, რადგან ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics