|
2025-11-13 19:18:31, 775 ნახვა
Galt &Taggart-ის მხარდაჭერით კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში 2025 წლის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ტრანზაქცია განახორციელდა
Galt & Taggart-ის მხარდაჭერით საქართველოს ბანკმა 450,000,000 ლარის 11.5%-იანი ევრობონდები გამოუშვა. ეს გახლავთ 2025 წლის მანძილზე კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში, კერძო სექტორიდან ადგილობრივი ვალუტის ევრობონდის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო განთავსება. ტრანზაქციაში Galt & Taggart წარმოადგენდა ტრანზაქციის წამყვან მენეჯერს ისეთ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ერთად როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan, BCP Securities, Oppenheimer Europe და Société Générale. "ამაყები ვართ რომ Galt &Taggart-ის მხარდაჭერით საქართველოს ბანკმა ასეთი მასშტაბური მოცულობის ტრანზაქცია განახორციელა ეროვნულ ვალუტაში. ეს გახლავთ 450,000,000 ლარის ლარში დენომინირებული ევრობონდები, რომლის სარგებელი 11.50%-ია, მისი დაფარვის ვადად კი 2028 წლის 17 ნოემბერი განისაზღვრა. ტრანზაქციის მოცულობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს თუ რამხელა ნდობაა საქართველოს ბანკის მიმართ ინვესტორების მხრიდან. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა გალტ & თაგარტის, როგორც ტრანზაქციაში ჩართული წამყვანი მენეჯერის, როლი ტრანზაქციის წარმატებით დახურვაში. მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში Galt & Taggart-ის გუნდს მაღალი პროფესიონალიზმისათვის და ინვესტორებს გამოხატული ნდობისთვის".- განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, Galt & Taggart- ის გენერალურმა დირექტორმა. ინფორმაციისთის, ტრანზაქციის იურიდიულ მრჩევლებს ინგლისისა და ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით წარმოადგენდნენ: Sidley Austin LLP და Baker & McKenzie LLP. ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით კი Dentons Georgia LLC და Andersen-ი. ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)