|
2025-11-10 11:06:57, 40856 ნახვა
კულტურა
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში | თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
ბაზისბანკს და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს შორის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 14 და 15 ნოემბერს, თეატრის დიდ სცენაზე ფრიდრიხ შილერის “ყაჩაღების” პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია საბა ასლამაზიშვილი. ყაჩაღები, ეს არის სპექტაკლი ადამიანებზე, რომლებიც სიმართლის ძიებაში კარგავენ საკუთარ თავს, მორალს, საკუთარ იდენტობას. მიდიან თვითლიკვიდაციამდე, მაგრამ მაინც იბრძვიან იმისთვის, რომ აღადგინონ სამართლიანობა დედამიწაზე. სპექტაკლი წარმოგვიდგენს თანამედროვე გმირს, რომელიც მოგვითხრობს ამ გმირის აუცილებლობაზე. თანამედროვე ლიდერზე, რომელიც ნებისმიერ წინაღობას, დაბრკოლებას გადალახავს და აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლისთვის და სიყვარულისთვის. სპექტაკლის ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძე. მონაწილეობენ მსახიობები: ვალერი კორშია, პაატა ინაური, გიორგი შარვაშიძე, ანუკა გრიგოლია, ბაჩო ჩაჩიბაია, ჯაბა კილაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, როლანდ ოქროპირიძე, ნოდარ ძოწენიძე. „ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს კოტე მარჯანიშვილის თეატრის სპონსორობის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორცილებას. 14 და 15 ნოემბერს, მორიგი საინტერესო სპექტაკლის პრემიერა ელოდება მაყურებელს. გვჯერა, რომ ქართული თეატრის მხარდაჭერა დიდ როლს თამაშობს ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ბაზისბანკის თანამშრომლობის ფარგლებში თეატრი კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს წარუდგენს მაყურებელს”. - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა. მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)