13:44 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-29 18:32:13, 720 ნახვა

პოლიტიკა
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორს ₾300 000-იანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს 300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. 

მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დავით ტაბიძეს აეკრძალა საზღვრის კვეთა, ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელიც მოწმობაც.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით ტაბიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა.

პროკურატურის თანახმად, დავით ტაბიძემ, რომელსაც ლაგი კაპიტალის მიერ განსახორციებელი პროექტების ზედამხედველობა უნდა მოეხდინა, კომპანიას ავანსის სახით 1 200 000 ლარზე მეტი თანხა გადაურიცხა მაშინ, როცა ზოგ შემთხვევაში საბავშვო ბაღების სამშენებლო პროექტები არ არსებობდა.

პროკურატურის განცხადებით, ამის შედეგად ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელები 9 365 000 ლარს უკანონოდ დაეუფლნენ, ხოლო არ აუშენებიათ პროექტით გათვალისწინებული 22 ბაღი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics