|
2025-10-07 00:59:59, 2829 ნახვა
სამართალი
ოცნების რეჟიმის მიერ რამდენიმე დაკავებულის ვინაობა ცნობილია
შსს-ს მიერ დაკავებული 13 პირიდან 5 ენმ-ის წევრია | ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ანა წითლიძე ავრცელებს: "• ალექსანდრე ხაბეიშვილი - აბაშა • სერგო მეგრელიშვილი - სამტრედია • მანუჩარ მიქელაძე -შუახევი • აბო ნავერიანი - მესტია • კახა მჟავანაძე - ვანი - ყველა ენმ-ს წევრები არიან" | დაწერა წითლიძემ ივანიშვვილის შს სამინისტროს მიერ დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი ამოიცნეს სამოქალაქო აქტივისტებმა ესენი არიან: 3-დან 11 დაკავებული: თ.მ. სამოქალაქო აქტივისტები და დაკავებულების ოჯახის წევრები დანარჩენი პირების იდენტიფიცირებას ამ დრომდე განაგრძობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთი ქალია, 47 წლის ევა შაშიაშვილი ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის სანქცირებულმა მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, თქვა, რომ შსს-მ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა, ეძებენ კიდევ ორს. გამოძიება მიდის 4 მუხლით: სახელმწიფოს ძალადობით დამხობისკენ მოწოდება, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება/ხელმძღვანელობა/მონაწილეობა და სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)