2025-10-05 00:16:22, 245 ნახვა
პოლიტიკა
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დრომდე რჩება. პერიოდულად სპეციალური დანიშნულების რაზმი მათი მისამართით ე.წ გაზის კაფსულებს ისვრის.
ბარიკადების ერთ მხარეს სპეცდანიშნულების რაზმი დგას, რომლებიც მოქალაქეების მიმართულებით გაზის კაფსულებს ისვრის. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეები თაბუკაშვილის ქუჩაზე გაიფანტნენ, რადგან სპეცრაზმმა დიდი რაოდენობით გაზი გაუშვა.
ასევე, ცოტა ხნის წინ, თაბუკაშვილის ქუცაზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, პროვოკატორები მოქალაქეებს დაუპირისპირდნენ, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,