00:25 - 05 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-04 19:57:16, 393 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ემიჯნება პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას და კვლავ მშვიდობიან პროტესტს ემხრობა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემიჯნება პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას, რომლის ინიციატორებიც იყვნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა და ცვლილებების კომიტეტის წევრები. მათი განცხადების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეთა ნაწილი ათონელის ქუჩისკენ წავიდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოს მესერი გაანადგურა, ეზოში შეიჭრა და შენობის დაკავება სცადა - სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ჯერ წიწაკის სპრეი, შემდეგ კი წყლის ჭავლი გამოიყენა.

"პრეზიდენტის სასახლის აღების ეს მცდელობა მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული, ქართველი ხალხის 310-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის დიკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მე ოფიციალურად ვემიჯნები ამას და მშვიდობიანად ვაგრძელებ ჩემი ხალხის გვერდით დგომას მანამ, სანამ ახალ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ", - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

„აქ ვინც დგას, არავის სჯერა პროვოკაციების და ახლა რაც ხდება იქითკენ, არის სუფთა პროვოკაცია. ეს არის პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი, ვისი სცენარით არის დაგეგმილი, მაგრამ ეს არის მცდელობა, რომ ის, რაც დღეს ეწინააღმდეგება რეჟიმს, ანუ მშვიდობიანი პროტესტი ან დაშალონ, ან გააქციონ აქედან. მთავარია, რომ აქ გაგრძელდეს დგომა, მშვიდობიანი დგომა, რომელსაც ვერაფერს უშვრებიან და მეც ვიქნები ხვალ და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი ხვალაც, რომ ეს პროვოკაცია დასრულდეს და დასრულდეს მშვიდობიანი პროტესტით“, - თქვა მან.

ადმინისტრაციის შენობასთან მისულმა დემონსტრანტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ საპოლიციო ძალები ადმინისტრაციის შენობიდან. პირველად პოლიციამ მაშინ გამოიყენა წიწაკის სპრეი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი