2025-10-04 16:11:14, 369 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი = თქვენ, თქვენი პატრონები, ატყუებთ ახალგაზრდებს, საზოგადოებას, რომ ჩვენ ვარ არალეგიტიმური ხელისუფლება.
![]() „რატომ არ აქვს მნიშვნელობა, ტრამპმა ვინ მიიწვია საზეიმო ვახშამზე ? თქვენ, თქვენი პატრონები, ატყუებთ ახალგაზრდებს, საზოგადოებას, რომ ჩვენ ვარ არალეგიტიმური ხელისუფლება. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო საზეიმო ვახშამზე მიწვეული, ეს არის რეალობა და ფაქტი, რატომ ატყუებთ საზოგადოებას?",- ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური მედია და მათი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით, დეზინფორმაციის გავრცელებით იყვნენ დაკავებულები. „თქვენი და თქვენი პარტნიორი, რადიკალური ფრთის ტელევიზიები, პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდით საზოგადოებას, რომ ეს არის ფეიკ ნიუსი, რომ არ მიიწვია [ტრამპმა] საქართველოს პრეზიდენტი, რომ არ იყო შეხვედრა, არ იყო საუბარი, რომ სურათზე მიახატეს მიხეილ ყაველაშვილი და ასე შემდეგ. ტრამპთან შეთანხმება არ მქონია, რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვის, დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ უნდა განახლდეს ჩვენს შორის ურთიერთობები, მან მითხრა, რომ გასაგებია მისთვის და აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს",- განაცხადა ივანიშვილის პარლამენტის არჩეულმა პრეზიდენტმა.
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|