2025-10-04 11:03:26, 560 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი იგორ ნარმანიას, რომელსაც თავს დაესხნენ, აფერისტს უწოდებს
![]() ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ენმ-ის წევრ იგორ ნარმანიას, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, აფერისტს უწოდებს, მასზე თავდასხმას კი - ფეიკს. "მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო ნახევარსაათიანი ფეიკი, რომელიც ნაცმოძრაობას სჩვევია ხოლმე. პირველადი მონაცემებით, გაირკვა რასთანაც იყო საქმე. თავად ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ აქტივისტებს ჰქონდათ კონფლიქტი, დაუპირისპირდნენ ეკლესიის წარმომადგენელს, როგორც ჩვენ გავარკვიეთ ამ წინასწარი მონაცემებით. ნაცმოძრაობის 20-მდე აქტივისტი იყო და ორი ახალგაზრდა გამოესარჩლა ეკლესიის წარმომადგენელს. ამის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი. ახლა 20 ადამიანს 2 თუ მოერია, ნაცმოძრაობის საქმე ცუდად ვერ ყოფილა. რაც შეეხება იგორ ნარმანიას, ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი რომ არის ადამიანი, რა სპექტაკლებიც მან გუშინ დადგა, ეს აჩვენებს რას ნიშნავს ნაცობა. ასე რომ, ნაცობას ასაკი არ აქვს. ნარმანიას რაც შეეხება, ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი, ჩანს, რომ დიდი მომავალი აქვს ნაცმოძრაობის იდეოლოგიაში იმიტომ, რომ ასეთი ხალხია შემდეგ, რომელიც სააკაშვილის მოდელით იზრდება და ბოლოს ვიღებთ ხოლმე ისეთ ხალხს, როგორიც სააკაშვილი და მსგავსი არიან"- თქვა პაპუაშვილმა. მეტეხის ხიდთან ახალგაზრდა აქტივისტებს თავს 3 ოქტომბერს დაესხნენ. ადგილზე მყოფი ადამიანების განცხადებით, დაახლოებით, 7 ადამიანი აქტივისტებს სხვადასხვა ბლაგვი საგნით გაუსწორდა. აღნიშნულის შედეგად თავზე დაზიანებები მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა იგორ ნარმანიამ და კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა.
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
ცესკო - ხმების 99%-ის დათვლის შედეგად თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 71.58% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.43%, იაგო ხვიჩიამ 7.51%
მაია სანდუ - ჩემი ფიქრები ქართველ ხალხთანაა - დემოკრატიის გაჩუმება არ შეიძლება!
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|