00:25 - 05 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-04 00:14:42, 828 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია ოცნების ტიტუშკებს - ჩმორებო, თქვენი არავის არ ეშინია.

მხნედ ვარ, ბრძოლის განწყობაზე ვარ, ჩემი მეგობრებიც აქ არიან და ვაპირებთ შევიდეთ უკომპრომისო ბრძოლაში, არ მიხვიდეთ რუსულ საარჩევნო უბნებზე, გელოდებით 4 საათზე რუსთაველზე, რომ ამ მუხანათურ ჩმორობას გავცეთ პასუხი.“. - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ

ცოტახნის წინ მეტეხის წინ სტუდენტებზე მოხდა თავდასხმა, სადაც ახალგაზრდები განცხადების გასაკეთებლად, რომელიც უკავშირდებოდა 4 ოქტომბრის დიდ აქციას, მაგრამ სწორედ ამ დროს მათთან მიცვივდნენ ტიტუშკები და ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სასტიკად არის ნაცემი “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, იგორ ნარმანია. გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ სდის მას სისხლი თავიდან.” 

 “აგრესიულად იყვნენ განწყობილები, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია ჩვენი თანატოლების მიმართ, მაგრამ ესენი არიან ჩმორები, “ქართული ოცნების” სახე. ამით კი არა, ვერაფრით ვერაფერს ვერ დამაკლებენ, ამ ბრძოლაში

ვის შეაშინებენ? ეგენი ვერავის დააშინებენ. გვერდიდან მომეპარა, ათასობით კამერაა აქ და პოლიცია დაინახავს როგორ გვერდიდან მომეპარა ეს ჩმორი, რა უნდა ვუწოდო ისიც არ ვიცი. ერთი-ერთზე მოვიდეს და ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ გვერდიდან რომ მოდიხარ, ამ ნივთით, ხელით მოდი, პირისპირ მოდი, შენი არავის არ ეშინია ჩმორო, ქათამო, რადგან თქვენ ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან, რადგან თქვენი არასდროს არავის არ ეშინოდა, ეს არის ბრძოლა, რომელიც ამ ქვეყანაში დაიწყო 30 წლის წინ და ამ ბრძოლას დავასრულებთ და ექნება ლოგიკური დასასრული, ეს არ იქნება მოჯადოებული წრე. ყოველთვის, როდესაც ამ ბრძოლაში შემოვდიოდი, ეს გააზრებული მქონდა. გააზრებული მქონდა ისიც, რომ ზოგჯერ ციხეში შეიძლება მოგვიწიოს ჯდომა, ზოგჯერ ვიღაცა აი ასე მუხანათურად მოვიდეს და ჩაგარტყას, რადგან ეს არის რუსული სახის გამოვლინება, სად შეუძლია ქოცს, სად აქვს მაგის გამბედაობა, რომ ერთი-ერთზე მოვიდეს მუშტით კაცთან, ეს არ აქვს, ეს შნო რომ არ აქვს ქოცს, ამიტომ არიან მართალი ქართველები ჩვენს მხარეს, ამიტომ გავცემთ მაგ ძალადობას და უსამართლობას პასუხს, თორემ ამათი არავის არ ეშინია, ერთი ადამიანი მაჩვენეთ, ვინც “ქართულ ოცნებას” შეუშინებია. ძალიან მშვიდობიანად ვაგრძელებთ ბრძოლას, ერთადერთი ადამიანი ვის გამოც ახლა ვნერვიულობ დედაჩემი და მამაჩემია, დანარჩენი არ მადარდებს არაფერი, ეს ქვეყანა უნდა დავიხსნათ. ჩემი თანატოლები ახლა, რომლებიც არიან პოლიტპატიმრები მინდა გითხრათ, რომ ეს ბრძოლა გეძღვნებათ თქვენ, ჩემი მეგობრები ახლა პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ, გარეთ უნდა იყვნენ და არა ის, რომ “ოცნებამ” ჩვენი თანატოლები აქციოს ასეთ ჩმორებად და ტიტუშკებად, რომლებიც აქ მოაგზავნეს.

მხნედ ვარ, ბრძოლის განწყობაზე ვარ, ჩემი მეგობრებიც აქ არიან და ვაპირებთ შევიდეთ უკომპრომისო ბრძოლაში, არ მიხვიდეთ არანაირ სპეცოპერაციაზე და რუსულ საარჩევნო უბნებზე, გელოდებით 4 საათზე რუსთაველზე, რომ ამ მუხანათურ ჩმორობას გავცეთ პასუხი.” - განაცხადა იგორ ნარმანიამ




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი