00:23 - 05 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-04 00:09:18, 857 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე: რეჟიმის ჩამოშლა მის სუსტ წერტილებზე დარტყმით ხდება - ასეთია თბილისი

ლელო-ძლიერი საქართველო მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მამუკა ხაზარაძის თქმით, შეიძლება, 1 ხმაც კი გადამწყვეტი გამოდგეს.

"12 საათში ქართველმა ხალხმა ერთადერთი სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ და ივანიშვილის რუსულ რეჟიმს უარი ვუთხრათ, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში. ბრძოლის ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ, როგორც საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელმა, პროდასავლურმა პარტიამ ავირჩიეთ, არის მშვიდობიანი გზა ქართული ოცნების დასამარცხებლად.

გამოწვევა მივიღეთ და ბრძოლის უმძიმეს ველზე შევედით, რომ საქართველოს მოქალაქე კიდევ რამდენიმე წელი მოღალატე და ძალადობრივი რეჟიმის პირისპირ მარტო არ დავტოვოთ. ამ ნაბიჯით, ლელო-ძლიერი საქართველო ქართველი ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ქვეყნისთვის ისტორიულ, გარდამტეხ მომენტში ხალხთან ერთად ვდგებით და ერთიანი ძალებით ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ. ჩვენ სახელმწიფოებრივი პოზიციით ვმოქმედებთ და ხელისუფლებიდან ოცნების რეჟიმის ჩამოსაშორებლად ყველა კონსტიტუციური გზით ვიბრძვით. ეს არის ბრძოლა თითოეული ქალაქისა და სოფლისთვის, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და სოციალური კეთილდღეობისთვის. 

გამარჯვების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ყველა თქვენგანის ჩართულობა და არჩევნებში მონაწილეობა. ეს ის გარდამტეხი მომენტია, როცა შესაძლოა, ერთმა ხმამ გადაწყვიტოს ჩვენი ქალაქის ბედი და ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ, ამ გამოწვევას კიდევ უფრო დიდი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ და 4 ოქტომბერს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა. ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. ასევე, საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად. ხვალინდელი არჩევანით ქართველმა ხალხმა ის მნიშვნელოვანი ბერკეტი უნდა მოიპოვოს, რომლითაც ის რუსულ რეჟიმს საბოლოოდ დააამარცხებს. რეჟიმის ჩამოშლა მის სუსტ წერტილებზე ძლიერი დარტყმით ხდება - სწორედ ასეთი სუსტი წერტილია თბილისი, რომელიც ოცნებამ უკვე წააგო და თუ ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე, ხვალაც წააგებს. თბილისის წაგება კი ის წერტილი გახდება, საიდანაც რეჟიმის ჩამოშლის შეუქცევადი პროცესი დაიწყება. ამ კამპანიის დროს, თბილისმა დაინახა, რომ მას არჩევანი აქვს. ეს არჩევანი ირაკლი კუპრაძეა [...] ერთად უნდა დავიბრუნოთ თბილისი და საქართველო. არასოდეს დანებდეთ, ხვალ არჩევნებზე მოდით". - თქვა ხაზარაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 4 ოქტომბერს გაიმართება. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
ცესკო - ხმების 99%-ის დათვლის შედეგად თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 71.58% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.43%, იაგო ხვიჩიამ 7.51%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი