03:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-04 00:08:15, 1428 ნახვა

პოლიტიკა
მეტეხის ხიდთან აქტივისტებს, სტუდენტებს და ენმ-ს წევრს თავს დაესხნენ

მეტეხის ხიდთან აქტივისტებს, სტუდენტებს და ნაციონალური მოძრაობის წევრს, იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდებს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგი უნდა გაემართათ. 

იგორ ნარმანია ამბობს, რომ მას მეტალის საგანი ჩაარტყეს. 

"აგრესიულად იყვნენ განწყობილები, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია. ისინი არიან ჩმორები, ეს არის ქართული ოცნების სახე. ამით კი არა, ვერაფრით ვერაფერს დამაკლებენ, ამ ბრძოლაში ვის შეაშინებენ. მაგათი შეშინებულის დედაც [...] გვერდიდან მომეპარა და თან მეტალის საგნით". - თქვა ნარმანიამ TV პირველთან საუბარში. 

ასევე თავს დაესხნენ არასრულწლოვან აქტივისტს, ანდრია ხამაშურიძეს. მას თავი აქვს გატეხილი.

"ვიღაცები ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთიდან მეცნო. დაუნდობელი არაკაცები არიან". - თქვა ხამაშურიძემ.

ამ დროისთვის, ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics