2025-10-02 18:32:25, 697 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არ გაჩერებულა
![]() ეკონომიკის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არ გაჩერებულა - ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. "გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ზოგიერთ მედიასაშუალებაში და სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პროექტის მშენებლობა შეჩერდა და იქ სამშენებლო სამუშაოები აღარ მიმდინარეობს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი და მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გვსურს განვმარტოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა: შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა" და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოს (რომლის წამყვანი წევრია ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V.) შორის 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება შედგება ორი ეტაპისაგან: მობილიზაცია/პროექტირება და უშუალოდ მშენებლობა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე სამობილიზაციო სამუშაოები (I ეტაპი) ოფიციალურად დაიწყო 2024 წლის 16 სექტემბერს. გასული თვეების განმავლობაში ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა ტალღმტეხის მშენებლობისათვის საჭირო 200 000 კუბურ მეტრზე მეტი კლდოვანი მასა/ქვის ლოდები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. პარალელურ რეჟიმში ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა (ზღვის ფსკერის ბათიმეტრია, ასაშენებელი ტალღმტეხის ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის კვლევა-შეფასება და ა.შ) ევროპული კომპანიების მიერ, ხოლო ავტორიტეტულმა ჰოლანდიურმა კომპანიამ Royal Haskoning DHV მოამზადა ტალღმტეხის დეტალური დიზაინი/პროექტი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყო სამიმოსვლო გზები, სამშენებლო მოედანზე მოხდა ყველა საჭირო კომუნიკაციის შეყვანა, დასრულდა ბეტონის ქარხნისა და ბეტონის დამცავი ბლოკების საწარმოო პოლიგონის მონტაჟი. პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც გულისხმობდა სამობილიზაციო და საპროექტო სამუშაოებს, დასრულებულია და უკვე გაცემულია შესაბამისი სამშენებლო ნებართვაც. ამჟამად მიმდინარეობს სამობილიზაციო ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების საბოლოო შეფასება, რის შემდეგაც კონტრაქტორი სამშენებლო სამუშაოებს ოფიციალურად შეუდგება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო პროექტის ფარგლებში საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების გაწევის მიზნით, პროექტში ერთვება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელთანაც უახლოეს დღეებში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. აქვე აღვნიშნავთ, რომ აქტიურად გრძელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევ პროცესში მონაწილე კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით საკითხების დაზუსტების პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც ხელი მოეწერება საბოლოო ხელშეკრულებას." - წერია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|