2025-10-02 15:01:53, 674 ნახვა
სამართალი
მოსამართლე მანანა გერგაულმა ანტიკორუფციულს არ დაუკმაყოფილა აქტივისტების ანგარიშების ბლოკირების მოთხოვნა
![]() გორელი სამოქალაქო აქტივისტები, თეონა ფანქველიშვილი და თეონა ბზიშვილი აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათი ანგარიშების შესახებ ინფორმაციას ითხოვს. ამის შესახებ მათ დღეს, 2 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოსგან გაიგეს. როგორც აღმოჩნდა, ანტიკორუფციულმა ბიურომ აქტივისტების ანგარიშების მოთხოვნით თავდაპირველად გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა. თუმცა, მოსამართლე მანანა (ნინო) გერგაულმა უწყების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც ფანქველიშვილის და ბზიშვილის ადვოკატი, ალექსი მერებიშვილი განმარტავს, ბიურომ აქტივისტები მოიხსენია, როგორც “გაცხადებული პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტები”. ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლე გერგაულმა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ადამიანის გაცხადებული პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტად შეფასებისთვის საჭიროა დადასტურდეს ორი ფაქტი:
ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლე გერგაული გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ანტიკორუფციულმა კონკრეტული აქტივისტების შემთხვევაში ეს ვერ დაადასტურა.
აქტივისტების ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო მათგან ინფორმაციას ითხოვს იმის საფუძველზე, რომ მოიაზრებს მოძრაობების “ერთობისა” და “ფარის” წევრად. თუმცა, როგორც ფანქველიშვილი, ისე ბზიშვილი აცხადებენ, რომ ისინი ამ მოძრაობების წევრები არ არიან.
ამავე სარჩელით ანტიკორუფციული მოითხოვს კიდევ ერთი აქტივისტის, ლუკა ხიზაძის ანგარიშებზე წვდომასაც. თუმცა, მან ამის შესახებ ინფორმაცია სწორედ ფანქველიშვილისა და ბზიშვილისგან გაიგო. “ნეტგაზეთთან” საუბრისას ხიზაძე ამბობს, რომ ელოდება ზარს ან ოფიციალურ მიმართვას, რათა მეტი დეტალი გაიგოს საქმის შესახებ. ფანქველიშვილის და ბზიშვილისგან განსხვავებით, ის თავს მოიაზრებს “ერთობის” წევრად. როგორც ხიზაძე განმარტავს, “ერთობა” არის რამდენიმე საპროტესტო მოძრაობის გაერთიანება და ის ამ როგორც სტუდენტი, ისე ჩაერთო. რაც შეეხება “ფარს”, მოძრაობის ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ მისი “მიზანია საქართველოში დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც თითოეული მოქალაქის ფარი იქნება”. ხიზაძის განმარტებით “ფარი” “ერთობაში” შემავალი ერთ-ერთი მოძრაობაა. თუმცა, არცერთი მათგანი არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული. შესაბამისად, მათ არ აქვთ ოფიციალური წესდება და არც მათი წევრების ვინაობაა ოფიციალურად დადასტურებული. გუშინ, 1-ელ ოქტომბერს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ანგარიშების მოთხოვნაზე ინფორმაცია კიდევ ერთმა აქტივისტმა, თიკა პატარაიამ გაავრცელა. პატარაიაც, ფანქველიშვილისა და ბზიშვილის მსგავსად, წერს, რომ დამოუკიდებელი აქტივისტია და არ არის “ერთობისა” და “ფარის” წევრი.
ნანა გერგაული ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომლებმაც 2024 წლის ნოემბერში გააკრიტიკეს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს. გარდა ამისა, მათ საჯაროდ დაგმეს პროევროპული აქციების მონაწილეებზე სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობა. “ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ერთგულნი ვრჩებით ღვთისა და ერის წინაშე დადებული მოსამართლის ფიცის და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს ადგილი იქ არის, სადაც ადამიანის ღირსება, თავისუფლება და მშვიდობა ყველაზე მთავარი ღირებულებებია! მაშასადამე, საქართველოს ადგილი ევროპაშია!” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სხვა მოსამართლეებთან ერთად ხელს ნანა გერგაულიც აწერს.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|