2025-10-01 16:10:12, 1517 ნახვა
სპორტი
მევლუდ მელაძე Intercontinental Drifting Cup-ზე რიგაში იასპარეზებს
![]() 3-5 ოქტომბერს, რიგაში, ბიკერნიკის ლეგენდარულ ტრასაზე, დრიფტის ინტერკონტინენტალური თასის გათამაშებაზე (Intercontinental Drifting Cup) გამოცდილი ქართველი ავტომრბოლელი - მევლუდ მელაძე საქართველოს სახელით იასპარეზებს, სადაც მისი მხარდამჭერია თიბისი. Intercontinental Drifting Cup საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ოფიციალური ღონისძებაა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელები შეიკრიბებიან. ქართული ავტოსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას - მევლუდ მელაძეს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. მის სახელს, საქართველოში პროფესიული ავტოსპორტის განვითარება და პოპულარიზაცია უკავშირდება. საქართველოს თოთხმეტგზის ჩემპიონი და ათობით საერთაშორისო ეტაპის გამარჯვებული - ეს მისი შედეგების არასრული ჩამონათვალია. ბოლო წლებში კი, მევლუდმა მთელი ენერგია დრიფტისკენ მიმართა – ავტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი დისციპლინისკენ. აღსანიშნავია, რომ მევლუდ მელაძემ დრიფტში მონაწილეობა 42 წლის ასაკში დაიწყო; სწორედ იმ პერიოდში, როცა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ დრიფტის, როგორც სპორტის სახეობის აღიარება დაიწყო და პირველივე რბოლაზე გამარჯვება მოიპოვა, რაშიც საკუთარი თავისა და იმის რწმენა დაეხმარა, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. დრიფტის პოპულარიზაციისთვის, მისი ძალისხმევითა და მეგობრების მხარდაჭერით, შეიქმნა „ლილო არენა“ – პროფესიონალური დრიფტის სარბოლო ტრასა, რომელიც დღეს უკვე არამხოლოდ სპორტსმენების, არამედ ახალგაზრდა თაობისათვისაც განვითარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა. თიბისისთვის პრიორიტეტია ისეთი ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს, დაბრკოლებებს; თამამი ნაბიჯებით, თავდაჯერებულად მიიწევენ დასახული მიზნებისკენ და სრულად გათავისებული აქვთ, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია - მთავარია გჯეროდეს.
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
ცესკო - ხმების 99%-ის დათვლის შედეგად თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 71.58% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.43%, იაგო ხვიჩიამ 7.51%
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|