2025-10-01 11:55:18, 1043 ნახვა
სპორტი
სამხრეთამერიკული თავგადასავალი
![]() 14-24 ნოემბერს შესაძლებლობა გაქვთ მსოფლიოს ორ უდიდეს საფეხბურთო დედაქალაქში, ბუენოს აირესსა და რიო-დე-ჟანეიროში იმოგზაუროთ, სადაც ნამდვილი სამხრეთამერიკული თავგადასავლის მონაწილე გახდებით. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს ამ ტურზე განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ. ათდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნობიან ორივე ქალაქის კულტურას. ექსკურსიებთან ერთად, მოეწყობა ველოტური ბუენოს-აირესში და „ასადოს“ კულტურული საღამო. ტურის მონაწილეები დაესწრებიან ოთხ განსაკუთრებულ საფეხბურთო მატჩსა და მოინახულებენ ლეგენდარულ „მარაკანას“ და „სან-ჟანუარიოს“ სტადიონებს. სურვილის შემთხვევაში კი, ქვედა ლიგის სტადიონის ან ფეხბურთის მუზეუმის დათვალიერებაც არის შესაძლებელი. ტურს ორი გამორჩეული ქართველი მეგზური ეყოლება - ბიძინა ბარათაშვილი, საქართველოში ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მიმომხილველი და ალექსანდრე გაბრიჩიძე, Setanta Sports-ის გამორჩეული ხმა და ქართველი კომენტატორების ახალი თაობის სახე. სამხრეთამერიკული თავგადასავლის მასპინძელი Setanta Sports-ია. ტურის განრიგი (14-24 ნოემბერი):
მატჩები ბუენოს აირესი:
მატჩები რიო-დე-ჟანეირო:
ეს არის შანსი, საფეხბურთო სამყაროს შუაგულში ამოყოთ თავი და პირადად გახდეთ მონაწილე იმ ისტორიების, რომლებსაც აქამდე ეკრანიდან თუ მიადევნებდით თვალს. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები, ტურის შეძენის შემთხვევაში, ფასდაკლებებით ისარგებლებენ. მოგზაურობის დასაჯავშნად და მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ კონცეპტ ასისტენტს - 032 2 27 27 99.
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|