00:22 - 05 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 17:41:21, 3206 ნახვა

ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ

რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ოპონენტების განადგურებაზე უკან არ იხევს, მას ფებებში ჰყავს გაგდებული სახელმწიფო ინსტიტუტები და პირადი ინტერესებით ხელმძღანელობს. თუმცა "ქართული ოცნების" აშკარად ფულზე გაყიდული მხარდამჭერების შოკში ჩავარდნენ როცა გაიგეს, რომ "თანაივნესტირების" ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის 70 წლის მშობლები, შვილის ვერდამტკიცებული დანაშაულისთვის დაიჭირეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, 65 წლის მარინა რამაზაშვილსა და 75 წლის ალექსანდრე ბაჩიაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ მიმართა.

გამოძიება ბაჩიაშვილის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ფულის გათეთრებას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ბრალდებულები 30 სექტემბერს გამართულ სხდომას არ ესწრებოდნენ, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. საქმის მასალების თანახმად, მათ საქართველო 2025 წლის თებერვლის ბოლოს დატოვეს.

ბრალის წარდგენის შესახებ პროკურატურამ მარინა რამაზაშვილს 29 სექტემბერს, თბილისის დროით საღამოს 17 საათისათვის, ტელეფონით შეატყობინა და უთხრა, რომ ისინი 30 სექტემბერს თბილისში, გენერალურ პროკურატურაში უნდა მისულიყვნენ ბრალის ოფიციალურ წარდგენაზე.

ადვოკატი ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულებმა არ იცოდნენ, როდის დაინიშნებოდა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა. მიუხედავად ადვოკატის განცხადებისა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულები საქართველოში არ იმყოფებიან [ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან] და მათ არც სასამართლოს გამართვის თარიღი და დრო არ იცოდნენ, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ თქვა, რომ რაკი ბრალდებულები სხდომას არც დისტანციურად არ ესწრებიან, ეს ნიშნავს, რომ "ისინი სასამართლოში გამოცხადებას თავს არიდებენ".

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ მშობლები გიორგი ბაჩიაშვილს ფულის გათეთრებაში 2017-2023 წლებში ეხმარებოდნენ. კონკრეტულად, მათ მოახდინეს "დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“.

მიხეილ სადრაძემ განმარტა:

„კერძოდ, ა.ბ.-ს და მ.რ.-ს ხელშეწყობით და დახმარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს იურისდიქციაში თანხების/აქტივების გადმოტანის ოპერაციებით, საკუთარ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე აკუმულირებითა და სხვა აქტივებთან შერევით, ქონებების შეძენით, შემდგომი რეალიზაციით და შედეგად მიღებული თანხების გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანით და საბოლოდ განთავსების, განცალკევების და ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის ქმედებებით, უკანონო აქტივები აკუმულირდებოდა ფინანსურ სისტემაში და ერთვებოდა სხვადასხვა სახის ურთიერთობაში. ხდებოდა ამ აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობისა და საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა“

პროკურორი ასე აღწერს ბრალის შინაარსს:

"მაგალითად, მოხდა მარინა რამაზაშვილის და ალექსანდრე ბაჩიაშვილის სახელზე 7 ქონების შეძენა, შემდეგ ეს ქონებები იყიდებოდა და თანხა ისევ გიორგი ბაჩიაშვილის მფლობელობაში მყოფი კომპანიების აქტივებში შედიოდა. ჩვენ ვსაუბრობთ დახმარებასა და ხელშეწყობაზე".

30 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ლევან მახარაშვილმა თქვა:

"ვიღაც იფიქრებს, ბონი და კლაიდის საქმეს განვიხილავთ, რომ არ ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები - 75 წლის ცნობილი ქირურგი, ალიკა ბაჩიაშვილი და 65 წლის მარინა რამაზაშვილი, ცნობილი ოფთალმოლოგი. მარინა და ალიკა ვერც კი გაიგებენ, რას ედავებიან, ეს საქმე რომ ჩავუგდოთ. მოწმეც კი არ არსებობს ამ საქმეზე, ვისზე უნდა მოახდინონ ზეგავლენა, პროკურორმა ამის გამო რომ მოითხოვა პატიმრობა?.. მაგალითად, როდესაც 75 წლის ალიკას შვილმა აჩუქა მანქანა, უნდა ევარაუდა, რომ გათეთრების დამხმარე ვარო?.. ფულის გათეთრება განზრახვის გარეშე ვერ იარსებებს. ბრალდებამ მინიმალურად მაინც უნდა დაადასტუროს, რომ გიორგის ჰქონდა ფულის გათეთრების განზრახვა...

გიორგიც და მისი მშობლებიც თვლიან, რომ ეს არის მათი ოჯახის დევნა. ეს ადამიანები აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ", - ამბობს ლევან მახარაშვილი.

30 სექტემბერს გიორგი ბაჩიაშვილი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია დამნაშავედ ცნო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში და მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, შოთა ქარუმიძეს. მას გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას ედავებოდა.

გიორგი ბაჩიაშვილი უკვე მსჯავრდადებული იყო ე.წ. კრიპტოვალუტების საქმეზე. 2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“ დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა.

თავის საბოლოო სიტყვაში გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ ადგილი აქვს შურისძიებას:

"ის, რომ 7 წლის წინ ნაყიდი ბინა და 4 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი თურმე ფულის გათეთრების სქემაა, და ამის გამო მშობლები უნდა იყვნენ ბრალდებულები... 75 წლის მამა, ქირურგი, რომელიც მთელი ცხოვრებაა პაციენტებზე ზრუნავს და ასევე 65 წლის დედა, თვალის ექიმი, გამოიყვანეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს არის აბსურდი და უნამუსობა, ასე ადამიანისთვის ჩირქის მოცხება.

ამას სამართალთან ახლოს არაფერი აქვს და არც ადამიანობასთან კავშირი. გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. სამწუხაროდ, ვერანაირად ვიქნები დარწმუნებული დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მაგრამ გთხოვთ, თქვენ იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი.

მე არ ვყოფილვარ დამნაშავე, არც დღეს ვარ დამნაშავე და მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს“, - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "ივანიშვილის პირადი შურისძიება გრძელდება". 

TI-ი განცხადებაში აღნიშნავს, რომ "აშკარაა, ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მათ შვილზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის განხორციელების მიზანს ემსახურება". 

ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს პირადი მიზნებისთვის მართლმსაჯულების სისტემაზე საკუთარი უკანონო გავლენის ბოროტად გამოყენებას, რათა შური იძიოს ფინანსურ საკითხებში თავის ყოფილ მრჩეველზე, გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც, ივანიშვილის სახსრების ვითომდაც მითვისების და ფულის გათეთრების გამო, ციხეში 11 წლიან სასჯელს იხდის.

2025 წლის 29 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, მან დაიწყო გიორგი ბაჩიაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რაშიც მას ვითომდაც მისი მშობლები დაეხმარნენ.

აშკარაა, რომ ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მათ შვილზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის განხორციელების მიზანს ემსახურება. ივანიშვილის ამოცანაა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მოიპოვოს ბაჩიაშვილისგან 8253 ბიტკოინის ღირებულების თანხა, რომლებიც, ივანიშვილის და ახლა უკვე სასამართლოს მტკიცებით, ბაჩიაშვილმა ივანიშვილისგან მიითვისა. 

ამ მიზანს ბრალდების უსაფუძვლობაც ადასტურებს. ბაჩიაშვილის და მისი მშობლების ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარების ბრალდებას იმ ფაქტზე აფუძნებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა წლების წინ მშობლებს ბინა და 2 მანქანა უყიდა. გარდა იმისა, რომ შვილისგან საჩუქრის მიღება შეუძლებელია ე.წ. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებად იქნეს მიჩნეული, როგორც უწინ სხვა საქმესთან დაკავშირებითაც აღვნიშნეთ, თვით ბაჩიაშვილის მიერ ამ ნივთების შეძენა/ჩუქებაც არ შეიძლება ჩაითვალოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად, თუ ადგილი ჰქონდა მხოლოდ თუნდაც ე.წ. უკანონო შემოსავლის გამოყენებას და არა მისი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის და ა.შ. დამალვას ან შენიღბვას.

როგორც ადრეც ვიუწყებოდით, ბიძინა ივანიშვილმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა მთელი თავისი უკანონო ზეგავლენა სამართალდამცავ და მართლსამსაჯულების სისტემებზე, რათა მის ყოფილ უახლოეს მრჩეველს ფინანსურ საკითხებში მსჯავრი დასდებოდა ისეთი ვითომდაც ქმედებისათვის, რაც, საუკეთესო შემთხვევაში, სამოქალაქო დავის საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ ბაჩიაშვილის დასჯის მიზნით ივანიშვილმა საქართველოდან გაქცეული ბაჩიაშვილი საქართველოს სპეცსამსახურებს, სავარაუდოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დახმარებით, უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან გაატაცებინა და საქართველოში ყოველგვარი კანონიერი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გვერდის ავლით ჩამოაყვანინა. ხოლო, გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც გამოჩნდა, რომ ბაჩიაშვილი არ აპირებდა ივანიშვილისგან ვითომდაც მითვისებული თანხის ივანიშვილისთვის გადაცემას, იგი საკანში სასტიკად ცემეს. მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს, არსებობს ეჭვი, რომ ბაჩიაშვილთან ანგარიშსწორება სწორედ ივანიშვილის მითითებით მოხდა.

ბაჩიაშვილის მშობლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ივანიშვილის დავალებით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების სერიის გაგრძელებაა. სახელმწიფოს შურისძიება მშობლების მიმართ მათი შვილის მიერ ვითომდაც ჩადენილი უკანონო აქტის გამო ისეთი მოვლენაა, რასაც რუსეთის, ირანის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების, აგრეთვე 1920-1930-იანი წლების ბოლშევიკური რეჟიმის პრაქტიკაში თუ შეხვდებოდით," - წერია განცხადებაში. 

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კუკავა "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ ასე მხედრიონი და კრიმინალური სამყაროც კი არ იქცეოდა. 

მისი თქმით, ამ ტიპის ამორალურ ქმედებაზე ყველას მოუწევს პასუხისგება. კახა კუკავა აღნიშნავს, რომ კობახიძე და სხვა დავალების შემსრულებლები ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნონ. 

რაც ახლა ხდება ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში, რომ აღუძრეს საქმე მის დედას, ეს არის არა მარტო კანონმდებლობის მოთხოვნილების უხეში დარღვევა, ეს არის ელემენტალურად ადამიანური, მორალური  სტანდარტების ფეხქვეშ გათელვა იმიტომ, რომ მხედრიონი და კრიმინალური სამყაროც კი, რომელიც ფულის გამოძალვის მიზნით ოჯახის წევრებს იტაცებდნენ ხოლმე, მათაც კი ჰქონდათ რაღაც დაუწერელი კანონი, რომ მაგალითად, არ ეხებოდნენ ქალ, ხანდახან, ზოგიერთი დამნაშავე მაინც, არ ეხებოდნენ, არ ეხებოდნენ ასაკოვან ადამიანებს. ახლა სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს ბაჩიაშვილის დედას იმ მიზნით, რომ ბაჩიაშვილს გადაახდევინონ თანხა. 

ეს არის ისეთი ტიპის ამორალური ქმედება, რომელზეც კობახიძესაც, ყველას ვინც ამ დავალებას ასრულებს პასუხისგება მოუწევს. მით უფრო ყველა ძალიან კარგად ვხვდებით რატომ აკეთებენ ამას, რომ ასიამოვნონ ბიძინა ივანიშვილს, რომ მისგან მიიღონ შექება, ამის გამო ჩადიან იურიდიულ და ადამიანურ დანაშაულს," - განაცხადა კახა კუკავამ. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
ცესკო - ხმების 99%-ის დათვლის შედეგად თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 71.58% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.43%, იაგო ხვიჩიამ 7.51%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი