2025-09-30 16:09:08, 833 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილი - ბინა რომ ვუყიდე დედას და მამას მანქანა, ესაა თურმე ფულის გათეთრება, ეს არის აბსურდი და უნამუსობა
![]() „ის, რომ ჩემს მიმართ შურისძიებას აქვს ადგილი, გუშინაც დადასტურდა“, - ასე გამოეხმაურა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილი თავისი მშობლებისთვის წაყენებულ ბრალს - მათ გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ელით. გიორგი ბაჩიაშვილმა თავისი მშობლების მიმართ წაყენებული ბრალის შესახებ 30 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, რომელზეც საბოლოო სიტყვა წარმოთქვა „საზღვრის უკანონო კვეთის“ საქმეზე მიმდინარე პროცესზე: „ჩემი საქციელი [საზღვრის უკანონო კვეთა] იყო განპირობებული უკიდურესი აუცილებლობით. ეს დადასტურდა ჩემი წამების ფაქტითაც [გიორგი ბაჩიაშვილს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდა პატიმარი], შესაბამისად, მაქსიმალური გავაკეთე, რომ ჩემი თავისა და ჩემი ახლობლების მიმართ ზიანი მაქსიმალურად ამეცილებინა. ის, რომ 7 წლის წინ ნაყიდი ბინა და 4 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი თურმე ფულის გათეთრების სქემაა, და ამის გამო მშობლები უნდა იყვნენ ბრალდებულები... 75 წლის მამა, ქირურგი, რომელიც მთელი ცხოვრებაა პაციენტებზე ზრუნავს და ასევე 65 წლის დედა, თვალის ექიმი, გამოიყვანეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს არის აბსურდი და უნამუსობა, ასე ადამიანისთვის ჩირქის მოცხება. ამას სამართალთან ახლოს არაფერი აქვს და არც ადამიანობასთან კავშირი. გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. სამწუხაროდ, ვერანაირად ვიქნები დარწმუნებული დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მაგრამ გთხოვთ, თქვენ იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი. მე არ ვყოფილვარ დამნაშავე, არც დღეს ვარ დამნაშავე და მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს“, - მიმართა გიორგი ბაჩიაშვილმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|