2025-09-30 16:08:07, 790 ნახვა
სამართალი
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბაჩიაშვილს 4.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
![]() "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წელი და 6 თვე მიესაჯა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი დღეს, 30 სექტემბერს, გამოაცხადა. როგორც "ნეტგაზეთი" სასამართლოდან იუწყება იგივე სასჯელი განუსაზღვრა სასამართლომ შოთა ქარუმიძესაც, რომელსაც პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში გიორგი ბაჩიაშვილის დახმარებას ედავებოდა. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ამ დროისთვის ჯამში სამ საქმეზეა სისხლის სამართლის კოდექსით დაწყებული გამოძიება. ბაჩიაშვილის კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში: „კრიპტოვალუტების მითვისება“ და „მტკვარი ჰესი" ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს. 2025 წლის 10 მარტს მას "კრიპტოვალუტების საქმეზე" საქალაქო სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც მოგვიანებით ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს ჯერ საბანკო ანგარიშები დაუყადაღა, გუშინ, 29 სექტემბერს კი ბრალი წაუყენა. გამოძიება მის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|