2025-09-30 15:41:24, 658 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
![]() საქართველოს ბანკისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა სტრატეგიული ხედვაა, რომელიც აერთიანებს განათლების, ბიზნესის, დასაქმების და გარემოს დაცვის მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, ბანკი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანებს, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. განათლება და ახალგაზრდების გაძლიერება საქართველოს ბანკისთვის უკვე მრავალი წელია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც ეხმარება ახალგაზრდებში პრაქტიკული უნარების განვითარებას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების უკეთესი შესაძლებლობების შექმნას. შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა კომაროვთან თანამშრომლობით შექმნილი STEM სკოლის პროექტია, რომლის ფარგლებშიც, VII–XI კლასის მოსწავლეები ერთწლიანი ონლაინკურსის განმავლობაში ეუფლებიან მომავლის პროფესიებს. საუკეთესო შედეგების მქონე 60 მოსწავლე სრულად, ხოლო 30 ნაწილობრივ ფინანსდება ბანკის მიერ. STEM სკოლაში უკვე 1000-მდე მოსწავლემ ისწავლა, მათგან 200-ზე მეტი კი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა. ინფორმაციისთვის, STEM სკოლაში ახალ ნაკადზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 30 სექტემბერს სრულდება. ამისათვის, ეწვიეთ ვებგვერდს. STEM სკოლის პარალელურად, STEM მეცნიერებით უფრო მეტი მოსწავლის დაინტერესებისთვის, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გამოავლინონ ცოდნა და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. STEM ოლიმპიადა ორჯერ განხორციელდა და მასში მონაწილეობა 300-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. ამასთან, საქართველოს ბანკი ევერესტის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია. ეს არის ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადა, რომელიც სეზონურად ტარდება და მასში მონაწილეობას 17 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს. მომავლის პროფესიების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროექტის მხარდამჭერია. მათ შორის ერთ-ერთი Code IT-ია, რომელიც GITA-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს საქართველოს 10 ტექნოპარკში - ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტაში, პანკისსა და თბილისში აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ კოდირების საფუძვლები. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად კი საქართველოს ბანკმა რეგიონის სკოლებში ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები გახსნა, რომელიც მოსწავლეებისთვის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას ქმნის. ყოველი მათგანი აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით, STEM კუთხით. დღეს საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა საქართველოს მასშტაბით, 11 რეგიონის 25 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის თვითგანვითარების შესაძლებლობას. შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის არაერთ სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. მათ შორის:
სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კი, საქართველოს ბანკი „ლიდერატორის“ პროგრამას ახორციელებს. ეს არის 6 თვიანი ანაზღაურებადი პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს ბანკში მუშაობის გამოცდილებას სთავაზობს. როტაციის პრინციპი კი ეხმარება მათ, საკუთარი შესაძლებლობების სხვადასხვა მიმართულებით გამოცადონ. ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა უკვე 445-მა სტუდენტმა მიიღო და მათი 79% საქართველოს ბანკში დასაქმდა. სტიპენდიების პროგრამა პროფესიულ აკადემიებში საქართველოს ბანკი აცნობიერებს, რომ ყველა კარიერა უნივერსიტეტიდან არ იწყება. სწორედ ამიტომ, ახალ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს იმ ახალგაზრდებს, ვისაც პროფესიის ცვლილება სურთ, მიიღონ სწავლის დაფინანსება პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, მათ შორის არიან შემდეგი ორგანიზაციები: კულინარიის აკადემია, კომუნიკაციების სკოლა, ციფრული ინდუსტრიის აკადემია, Smart Academy, STEP IT Academy, Headvice და BDO Academy. ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკი ქმნის შესაძლებლობებს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაც, ამისთვის კი ისეთ პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს, როგორებიცაა:
გარემოს დაცვა საქართველოს ბანკი 18 დაცულ ტერიტორიას უჭერს მხარს, რომელთა ჯამური ფართობი 740,000 ჰა-მდეა, რომელსაც მართავს 18 ადმინისტრაციული ერთეული და დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი. გარემოს დაცვის ხელშეწყობის მიზნით კი, 2025 წელს ბანკმა კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) ერთად ახალი კამპანია წამოიწყო: ბრენდებს, რომელთა ლოგოებში ცხოველები ან ფრინველები არიან გამოსახული, მოუწოდა სახეობების გადარჩენისთვის მხარი დაეჭირათ. ინიციატივას ცხრა დიდი კომპანია შეუერთდა, მათ შორის: ასკანელი, სარაჯიშვილი, თსუ, სმარტი, Jägermeister Georgia, Jaguar Georgia, Ford Mustang, Georgian Capital და Galt & Taggart. ეს საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე csr.bog.ge
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|