02:02 - 05 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 11:49:23, 913 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. ამის შესახებ მათმა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა. 

"გადმომეცა როგორც ბრალდების დადგენილებები, ასევე საქმის მასალები. საქმე საკმაოდ მოცულობითია, 19 ტომია. თუმცა, რასაც ზედაპირულად გადავხედე, ძირითადად, გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილს ედავება, რომ წლების წინ მან მშობლებს ბინა და 2 მანქანა უყიდა. ეს გამოძიებამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებად მიიჩნია, რაც მოქმედი კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დადასტურდეს". - თქვა ადვოკატმა.

პროკურატურამ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსაჯვრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებაში ედებათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად აუცილებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო. კერძოდ, ა.ბ.-ს და მ.რ.-ს ხელშეწყობით და დახმარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს იურისდიქციაში თანხების/აქტივების გადმოტანის ოპერაციებით, საკუთარ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე აკუმულირებითა და სხვა აქტივებთან შერევით, ქონებების შეძენით, შემდგომი რეალიზაციით და შედეგად მიღებული თანხების გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანით და საბოლოდ განთავსების, განცალკევების და ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის ქმედებებით, უკანონო აქტივები აკუმულირდებოდა ფინანსურ სისტემაში და ერთვებოდა სხვადასხვა სახის ურთიერთობაში. ხდებოდა ამ აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობისა და საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.

შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით" - წერია პროკურატურის განცხადებაში.

მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი