02:04 - 05 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 10:35:58, 788 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ტექი - უკვე 1000 თანამშრომელი

თიბისის დიდ და უნიკალური უნარების მქონე ტალანტებით გაჯერებულ ტექ გუნდს მეათასე პროფესიონალი შეუერთდა.

180-ზე მეტი პროდუქტი, 400-ზე მეტი სისტემა, დანერგვების თითქმის 100%-იანი ავტომატიზაცია, სერვისების მაღალი ხელმისაწვდომობა - ეს ყველაფერი თიბისის ტექ გუნდზე დგას.

“ახლა, ჩვენი გუნდი 1000 პროფესიონალს აერთიანებს, რომელიც ყველა სტრატეგიულ ტექნოლოგიურ პლატფორმას თავად ქმნის და ავითარებს. სწორედ, მათი დამსახურებაა, რომ თიბისის ტექნოლოგიური განვითარება და სამუშაო პროცესები ძალიან დინამიური და საინტერესოა. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს ტექნოლოგიური ამოცანა ან გამოწვევა, რომელსაც ვერ ამოვხსნით და ამას ვამტკიცებთ ყოველდღიურად - მთავარია, გჯეროდეს” - ამბობს ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორი.

1000 უბრალოდ ციფრი არაა. ეს ნიშნავს, რომ თიბისის ძლიერი კორპორატიული კულტურა და ტალანტების მოძიების სწორი სტრატეგია აქვს. ჩვენი ორგანიზაციული კულტურა ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს საკუთარი უნარებისა და ხასიათის წარმოჩენის შესაძლებლობებს.

გიორგი ყანჩაველი (თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი): “დიდი და ძლიერი გუნდი, უსაზღვრო შესაძლებლობების გარდა, არის დიდი მოტივაცია. ეს ქმნის იმ შედეგებსა და სიკეთეებს, რომელიც მიგვაქვს მილიონზე მეტ ადამიანთან ყოველდღიურად. თითოეული ახალი ადამიანი, ახალი ისტორია და ელემენტია დიდი გუნდის ხასიათსა და სტრუქტურაში.”

1000 თანამშრომელი თიბისი ტექისთვის ნიშნავს არა მხოლოდ მასშტაბს, არამედ 1000 სხვადასხვა ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც საერთო წარმატებაში ერთიანდება.

შოთა იორამაშვილი (ვებ და მობაილ დეველოპმენტის ლეგიონის პარტნიორი): “სასიხარულოა, რომ ტექის მეათასე თანამშრომელი, სწორედ, ჩემს გუნდს შემოუერთდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ძალა არ იზომება მხოლოდ ადამიანების რაოდენობით; არამედ, იმ განვითარებით და შედეგით, რომელსაც თითოეული წევრი ქმნის. რეალური ღირებულება ისაა, რომ თითოეული თანამშრომელი მუდმივად ვითარდება და იზრდება.”

თიბისი ტექისთვის 1000 თანამშრომელი არის შესაძლებლობა, შექმნას კარიერული ზრდის კიდევ უფრო დიდი სივრცე და გაამყაროს ღირებულებები, რომელიც მის თითოეულ წევრს აერთიანებს.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი