2025-09-29 17:29:54, 841 ნახვა
კომენტარი
თავაძე - ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები, ხელს უწყობენ ოცნებას არჩევნების გაყალბებაში
![]() პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, ზაზა თავაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მიმდინარე საარჩევნო პროცესებში ქართული ოცნების უკანონო ჩარევებზე ისაუბრა და განმარტა, რომ მათ კანდიდატებზე ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი სისტემურ დევნას წარმოადგენს. მისი თქმით, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბოიკოტში მონაწილეობენ, პირდაპირ თუ ირიბად უწყობენ ხელს ოცნება-ს არჩევნების გაყალბების პროცესში. "მოგესალმებით, პარტია გახარია საქართველოსთვის კიდევ ერთხელ ამხელს ოცნების რეჟიმის მიერ წინასაარჩევნო პროცესში განხორციელებულ პოლიტიკურ დევნასა და მიმდინარე საარჩევნო პროცესებში უკანონო ჩარევებს. კერძოდ, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ახმეტაში, დავით მარგოშვილი, ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის შედეგად სამსახურიდან გაათავისუფლეს, ეს შემთხვევა არ არის ცალკეული ინციდენტი — ის წარმოადგენს სისტემურ დევნას. მან უკვე 1 კვირაზე მეტია მიმართა პროკურატურას, რომელმაც საქმე გადაამისამართა შსს-ში და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რითაც ფაქტობრივად უარი თქვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთარი ფუნქციის განხორციელებაზე — სამწუხაროდ, პროკურატურა თავად იქცა რეჟიმის მხარდამჭერ ინსტრუმენტად. მიტაცებული სახელწიფო ინსტიტუტები, კვლავ ოცნების ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან და არა მოქალაქის თავისუფალ არჩევანს. 2024 წლის არჩევნების შემდეგ ოცნება-მ კიდევ უფრო დაამძიმა საარჩევნო გარემო, შეცვალა კანონმდებლობა და სრულად მოარგო საკუთარ პარტიულ მიზნებს. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს პარტიამ გახარია საქართველოსთვის მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა, რომ არჩევნების დასრულებისთანავე თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა გადაამოწმოს თავისი მონაცემები — ფიქსირდება თუ არა მისი მონაწილეობა არჩევნებში და რომელ უბანზე აისახა მისი ხმა. სამწუხაროდ, ვერ დავმალავთ რეაქციას იმ ფაქტზეც, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები, პირდაპირ თუ ირიბად, ხელს უწყობენ ოცნება-ს არჩევნების გაყალბების პროცესში. თუ 2024 წელს ხელისუფლებას ამისთვის ფული და ადმინისტრაციული რესურსი სჭირდებოდა, დღეს მათ საქმეს გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები უფასოდ აკეთებენ, როცა მოქალაქეებს არჩევნებზე არ მისვლას მოუწოდებენ. მანამდე კი, ოცნების სტილში, ბოიკოტისტები ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდნენ გახარია საქართველოსთვის პარტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის. ჩვენი პარტია არ დაუთმობს ოცნება-ს ძალაუფლებას და არ დატოვებს მოქალაქეებს პირისპირ რეჟიმთან მარტო." - თქვა ზაზა თავაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|