2025-09-29 17:24:11, 1434 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი შენდება
![]() ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას, 1700-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს. მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ადგილობრივი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მიხეილ სარჯველაძის თქმით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის - ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მინისტრის თქმით, მსგავსი მასშტაბური ინიციატივებით მთავრობა რეალურად ცვლის ათასობით ოჯახის მომავალს. პროექტს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 000 000 ლარზე მეტია. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს ოთხ ქალაქში მიმდინარეობს. მიმდინარე თვეს, ქუთაისში, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, 850-ზე მეტ დევნილ ოჯახს, სრულად გარემონტებული, ახალი ბინები უკვე გადაეცათ.
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|