2025-09-29 16:45:55, 866 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ლელოს“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის გამო.
![]() საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ლელოს“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის გამო. პროკურატურამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით. „ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების ფარგლებში, ასევე დაიკითხება აუდიოჩანაწერში ნახსენები პირი“, - განუცხადეს პროკურატურამ „ინტერპრესნიუსს“. ცნობისთვის, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, ადასტურებს კოალიციის ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის მიმართ ზეწოლის, ძალადობის გამოყენების, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობას, „რის შედეგადაც მან მოხსნა თავისი კანდიდატურა“. როგორც „ლელო - ძლიერი საქართველო“-სა და „გახარია საქართველოსთვის“-ს მერობის ერთობლივმა კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, კიზილაჯლოში „ლელო - ძლიერი საქართველო“-ს მაჟორიტარი კანდიდატის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ადგილობრივი პოლიციის ჩართულობით ზეწოლა ხორციელდებოდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|