|
2025-09-29 15:16:02, 1607 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდადებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მოსამართლეთა პალატამ ძალაში დატოვა როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის მისჯილი 8-წლიანი პატიმრობა, ისე თეიმურაზ ჯანაშიასთვის დაკისრებული 300 000-ლარიანი ჯარიმა. ორივე მსჯავრდადებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს (ე.წ. პიჯაკების საქმე). ე.წ. პიჯაკების საქმეზე, 2025 წლის 12 მარტს მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამის შემდეგ, თანხის ამოღების მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ წამოიწყო სამოქალაქო დავა ფულის გაფლანგვის საქმეზე, რომლის ოდენობაც, მათი მტკიცებით, 9 მილიონ ლარამდეა. 29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს სამოქალაქო სარჩელი და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდადებულ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)