2025-09-28 22:42:50, 1216 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვაში პრორუსმა დადონმა მთავრობა არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის მზადებაში დაადანაშაულა
![]() კვირას, საპარლამენტო არჩევნების დღეს, მოლდოვას ყოფილმა პრეზიდენტმა და პრორუსული „პატრიოტული ბლოკის“ ლიდერმა, იგორ დოდონმა, მაია სანდუს ხელმძღვანელობით მთავრობა შედეგების გაუქმების მცდელობაში დაადანაშაულა, იტყობინება „როიტერი“. მან განაცხადა, რომ ხელისუფლება, სავარაუდოდ, არჩევნების შედეგების გაუქმებას აპირებდა და „წინასწარ ძირს უთხრიდა მათ ლეგიტიმურობას“. თუმცა, დოდონმა თავისი მტკიცებების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოადგინა. მან ასევე მოუწოდა მხარდამჭერებს, არჩევნებიდან მეორე დღეს პარლამენტის წინ შეკრებილიყვნენ. 28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები პროდასავლურ მმართველ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიასა“ (PAS) და რუსეთთან დაახლოების მომხრე ოპოზიციურ ძალებს შორის მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე იმართება. პრეზიდენტმა სანდუმ ადრე არჩევნებს „ეგზისტენციალური ტესტი“ უწოდა და მოსკოვი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, PAS-ის დამარცხებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კიშინიოვის ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ბოლო კვირების განმავლობაში ხელისუფლებამ ასობით რეიდი ჩაატარა, მათ შორის „პატრიოტული ბლოკის“ წევრების წინააღმდეგ, უკანონო დაფინანსებისა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სუბიექტებთან კავშირების ეჭვების მოტივით. ბლოკის ორი პარტია არჩევნების წინა დღეს ამოიღეს საარჩევნო ბიულეტენებიდან. მოსკოვი უარყოფს არჩევნებში ჩარევას და მოლდოვას ხელისუფლებას „ანტირუსულ ისტერიასა“ და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის ანტირუსული რიტორიკის გამოყენებაში ადანაშაულებს. წინასწარი შეფასებით, შუადღისთვის აქტივობა დაახლოებით 30% იყო, კიშინიოვში ამომრჩეველთა აქტივობა კი შუადღისთვის გაიზარდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები პროგნოზირებენ, რომ PAS დაკარგავს საპარლამენტო უმრავლესობას, რამაც შეიძლება აიძულოს იგი კოალიციური პარტნიორების ძებნა, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს შორის.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|