2025-09-27 10:53:45, 1359 ნახვა
სამხედრო
ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების გავლა დაიწყეს
![]() ეროვნულ სამხედრო სამსახურში რვა თვის ვადით გაწვეული პირების საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) დაიწყო. თბილისისა და კახეთის რეგიონის მასშტაბით, ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა ახალგაზრდებმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით დაასრულეს და ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი მომზადების ცენტრსა და ვაზიანში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებულ ცენტრში (CTC) საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან. საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში განთავსებამდე წვევამდელები სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების დიდუბისა და სამგორის რაიონების განყოფილებებში შეიკრიბნენ, სადაც ინსტრუქტაჟის მიღებისა და ოჯახის წევრებთან დამშვიდობების შესაძლებლობა ჰქონდათ. წვევამდელებს, რვა კვირის განმავლობაში სამწყობრო, საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო, ტაქტიკური მომზადება ჩაუტარდებათ და კავშირგაბმულობასა და ტოპოგრაფიაში მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან. ცენტრის სერჟანტ-ინსტრუქტორები მათ სადისციპლინო წესდებების გაცნობასა და ფიზიკური მომზადების პროცესშიც დაეხმარებიან. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისა და სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, წვევამდელები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან. რვა თვის ვადით გაწვეული პირები სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირები დანამატის სახით, ყოველთვიურად 30%-ით მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ.
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
ცესკო - ხმების 99%-ის დათვლის შედეგად თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 71.58% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.43%, იაგო ხვიჩიამ 7.51%
მაია სანდუ - ჩემი ფიქრები ქართველ ხალხთანაა - დემოკრატიის გაჩუმება არ შეიძლება!
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|