2025-09-26 17:59:36, 1540 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთი ბიზნესისთვის - ახალი გზავნილით "გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს" (რ)
![]() ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი საიმიჯო კამპანია დაიწყო. კამპანიის მთავარი გზავნილია – "გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. ახალი კამპანიის ფარგლებში ლიბერთი განახლებულ პირობებსა და სერვისებს სთავაზობს თავის ბიზნეს და აგრო მომხმარებელს. მათ შორის, ბიზნეს სესხების პირობები მორგებულია მცირე, აგრო, ინდუსტრიული თუ საოჯახო ბიზნესის სპეციფიკასა და სეზონურობაზე, სადაც გადახდის გრაფიკი შეესაბამება ბიზნესის საჭიროებებს. ახალი სესხის აღება არა მხოლოდ ბიზნესისა და მეურნეობის განვითარებისთვის, არამედ პირადი მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი - აქვე უნდა აღინიშნოს, 50,000 ლარამდე თანხა გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე, რაც უფრო მეტად ამარტივებს საბანკო პროცედურებს და მომხმარებელსა და ბანკს შორის ურთიერთობას. „ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება, რამდენიმე წელია დინამიურად იზრდება და არაერთ დამწყებ და მოქმედ ბიზნესს მისცა განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას. მნიშვნელოვანია, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად მიეცეს საყვარელი საქმის განვითარების სწორედ ამ მიდგომაზეა დაფუძნებული ჩვენი ახალი საიმიჯო კამპანია – "გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. ახალი შეთავაზების ფარგლებში ბიზნესზე მორგებული პროდუქტები და სერვისენი სრულად მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო მოქნილად მართონ ფინანსები და მიაღწიონ სასურველ შედეგებს. ჩვენი გუნდი მუდამ ორიენტირებულია თითოეულ მომხმარებელს ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერა.“- ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი. ახალი საიმიჯო რგოლის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/cmgBk ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 5.6 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალoთ საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. ლიბერთის მისიაა, გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|