|
2025-09-24 12:49:32, 1629 ნახვა
ეკონომიკა
VARTA - გერმანული ხარისხი და ინოვაცია
მაღალი ხარისხი, თანამედროვე სტანდარტები და საიმედოობა - ეს აკუმულატორების გერმანული ბრენდის VARTA-ს მთავარი მახასიათებლებია. გამძლეობისა და დამზადების ინოვაციური ტექნოლოგიების (SLI, EFB, AGM) გამო, VARTA-ს აკუმულატორები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული პროდუქტია. VARTA-ს მთავარი უპირატესობები VARTA-ს აკუმულატორები მომხმარებელზე ორიენტირებულია და ეფექტიანი, ინოვაციური და მომავლის ტექნოლოგიების კომბინაციით იქმნება, რომელიც POWER FRAME-ის სახელით არის ცნობილი და მაღალი სიმძლავრის გარანტიას იძლევა. პროდუქცია თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოში მზადდება და სრულად შეესაბამება ქარხნულად დამონტაჟებული აკუმულატორის პარამეტრებს (OEM).
1887 წელს დაარსებული ბრენდი გერმანულ ინჟინერიასა და სანდო წარმოებასთან ასოცირდება. ამას ადასტურებს აკუმულატორებში ჩამონტაჟებული ვიბრაციაგამძლე ტექნოლოგიები მძიმე პირობებისთვის და Silver Dynamic სერია მაღალი წარმადობისთვის. VARTA ექსპლუატაციის ხანგრძლივობითა და ენერგიის სტაბილური მიწოდებით გამოირჩევა. Maintenance-free ტექნოლოგიის საშუალებით თანამედროვე მოდელები არ საჭიროებს მოვლას (წყლის დამატებას და ა.შ.), რაც მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია. სტარტის სიმძლავრე მაღალ Cold Cranking Amps-ს (CCA) განაპირობებს, რაც ზამთარში და დაბალ ტემპერატურაზე ავტომობილის სწრაფად დაქოქვას უზრუნველყოფს. ამასთანავე, წარმოებულია ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით და ოპტიმიზებულია დაბალი ენერგომოხმარებისთვის. VARTA მომხმარებლებს აკუმულატორების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. Blue Dynamic გათვლილია სტანდარტულ ავტომობილებზე, Silver Dynamic - მაღალი წარმადობის მანქანებზე, ხოლო Start-Stop Technology Batteries - თანამედროვე ეკოავტომობილებზე. გლობალური ბაზრის გამოცდილებაგერმანული ბრენდი ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ბაზრებზე. VARTA-ს აკუმულატორებს იყენებს ისეთი გლობალური ბრენდი, როგორიცაა Porsche, რაც ზრდის ბრენდის სანდოობას და ტექნოლოგიურ განვითარებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ისეთი საავტომობილო გიგანტების ავტომობილები, როგორებიცაა BMW და Mercedes, სწორედ Varta-ს ორიგინალი აკუმულატორებით არის აღჭურვილი. ევროპაში წარმოებულ ყოველ მეხუთე ახალ ავტომობილზე კი Varta-ს აკუმულატორია დამონტაჟებული.
VARTA-ს ისტორია VARTA-ს აკუმულატორები უმსხვილესი კორპორაციის Clarios Germany GmbH & Co KG-ის მიერ იწარმოება, რომლის ქარხნებიც გერმანიაში, ესპანეთსა და ჩეხეთში მდებარეობს. ბრენდის ისტორია 100-ზე მეტ წელს ითვლის და მსოფლიოში ინოვაციური ტექნოლოგიებით, დიზაინითა და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ ბრენდის პროდუქცია მსოფლიოს თითქმის ყველა საავტომობილო ქარხანას მიეწოდება და აკუმულატორების მსოფლიო ბაზრის 40%-ზე მეტს მოიცავს. კორპორაცია აკუმულატორებს Start-Stop სისტემით აწარმოებს, რომელიც ერთნაირად ეფექტიანად გამოიყენება სატვირთო, მსუბუქი ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის. VARTA არის არა მხოლოდ მაღალი ხარისხის აკუმულატორების მწარმოებელი, არამედ ბრენდი, რომელიც ტექნოლოგიურ ინოვაციებს, საიმედოობასა და სიმძლავრეს აერთიანებს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება, გლობალური ლიდერობა და წამყვან ავტოგიგანტებთან თანამშრომლობა ხაზს უსვამს VARTA-ს შეუცვლელ როლს ავტომობილების ენერგომომარაგების თანამედროვე ბაზარზე. VARTA-ს აკუმულატორების ფართო არჩევანი „თეგეტა მოტორსშია“ წარმოდგენილი. ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური აკუმულატორის შერჩევა კი სერვისცენტრებში პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით არის შესაძლებელი. -- „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)