2025-09-23 18:18:00, 3056 ნახვა
კულტურა
40-მდე დაუვიწყარი კონცერტი და თაკარას შთამბეჭდავი ემოციები - საქართველოს ბანკი ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" მთავარი სპონსორი
![]() ახალი პროგრამა, ექსპერიმენტული და განახლებული ქორეოგრაფია - ეს თაკარას ღია სცენაა, სადაც სეზონის განმავლობაში 40-მდე კონცერტი გაიმართა. წელს, სუხიშვილების ანსამბლის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თაკარას სცენაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდა კარგად ნაცნობი ტრადიციული რეპერტუარი თანამედროვე ელემენტებითა და განახლებული ქორეოგრაფიული დადგმებით. მაყურებელმა კიდევ ერთხელ შეიგრძნო სუხიშვილების და ქართული ცეკვის ენერგია და ჟინი, რომელიც არ ჩერდება. სწორედ ამიტომ, მაყურებელთა დიდი ინტერესისა და მოთხოვნის გამო, ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ, ანსამბლმა სექტემბერში დამატებით გამართა ღონისძიებები. ახლა, კი როცა სეზონი დასრულებულია, უნდა დაველოდოთ 2026 წლის ახალი სეზონის გახსნას, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიახლესა და დაუვიწყარ სანახაობას გვპირდება. თაკარა ხომ ის სივრცეა, სადაც ინოვაცია, ექსპერიმენტები და ტრადიცია ერთმანეთს ხვდება. საქართველოს ბანკი - ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" მთავარი სპონსორია.
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
ცესკო - ხმების 99%-ის დათვლის შედეგად თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 71.58% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.43%, იაგო ხვიჩიამ 7.51%
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|