02:00 - 05 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-23 18:12:52, 2535 ნახვა

კულტურა
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ანსამბლ „ჰერიოს“ რიგით მეორე სოლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ანსამბლის 15-წლიან შემოქმედებით გზას აჯამებს.

საიუბილეო კონცერტის ერთ-ერთი მხარდამჭერია „საირმეს რეკრეაციული ფერმა“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ჩართულობას კულტურული პროექტების განვითარებაში.


 

ბელა კოხოძე, ,,საირმეს რეკრეაციული ფერმის" მარკეტინგის მენეჯერი: ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტის მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ საკონცერტო საღამო - ეს არის ქართული მუსიკისა და ტრადიციების შენარჩუნების გზა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საზოგადოების კულტურული ცნობიერების ამაღლებაზე.

საირმეს რეკრეაციული ფერმისთვის“ პრიორიტეტია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ქართული კულტურის განვითარებას ემსახურება. ეს პარტნიორობა აერთიანებს მუსიკალურ ინიციატივებს, საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ სიამაყით ვდგავართ „ჰერიოს“ გვერდით ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, კულტურისა და შემოქმედებითობის ზეიმია“.


 

„ჰერიო“ 2010 წელს შეიქმნა და მალევე გახდა ფართო საზოგადოებისთვის საყვარელი ანსამბლი. ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების შესრულებით „ჰერიომ“ მოიპოვა მსმენელის სიყვარული როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სოლო კონცერტის პროგრამა სპეციალურად იუბილესთვის შეიქმნა და მოიცავს როგორც ახალ ნამუშევრებს, ისე ყველასათვის ცნობილ და საყვარელ სიმღერებს. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია დუეტებიც, რაც საღამოს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო გელაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ქეთი ქართველიშვილი, ანა ღლონტი, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და ანსამბლი „შვიდკაცა“. ანსამბლს ასევე შეუერთდება კამერული ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი.


 

ნიკოლოზ კირვალიძე, ანსამბლ „ჰერიოს“ ხელმძღვანელი: ჩვენს სოლო კონცერტზე საგანგებოდ შერჩეულ პროგრამას წარვადგენთ. ეს იქნება ახალი და ძველი სიმღერების, დუეტებისა და იმ გამოცდილების სინთეზი, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვეთ.

განსაკუთრებულად გამოვყოფ პარტნიორების თანადგომას. „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ ჩართულობას არ გულისხმობს - ის აერთიანებს ნდობას, მეგობრობასა და საერთო მიზნისკენ, კერძოდ, ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ სვლას“.

ანსამბლ „ჰერიოს“ კონცერტი 29 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი