|
2025-09-23 15:20:28, 387 ნახვა
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით, ღონისძიება „სტანდარტები ტურიზმში“ გამართა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდამჭერია. ახლახან, ბანკსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 22 სექტემბერს, თბილისში მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - სტანდარტები ტურიზმში გაიმართა. ღონისძიებაზე სპიკერებმა ისეთ თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა: დანიშნულების ადგილების განვითარება, მისი გაძლიერება და მენეჯმენტი, მდგრადი ტურიზმი, კერძო სექტორის როლი დანიშნულების ადგილის განვითარებაში, სასტუმრო ინდუსტრიაში გაციფრულების მნიშვნელობა, სასტუმროს შეფასების, აუდიტირების, ვარსკვლავის სერტიფიკატის გადაცემის პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ისეთი სპიკერებისთვის მოესმინათ, როგორიცაა:
„საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში სტუმარ-მასპინძლობის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოში მე-7 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი, მსოფლიოში აღიარებული მდგრადი ტურიზმის ექსპერტი, გლენ მანძიუკი გახლდათ, რომელსაც ამ მიმართულებით 25 წლიანი გამოცდილება აქვს. მსგავსი ღონისძიებების მიზანი ინდუსტრიის გაძლიერება, კომპეტენციის გაზრდა, ცოდნის გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაა. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, სამომავლოდ, კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიების თუ ვორქშოფის განხორციელება არის დაგეგმილი“,-განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლალი ყელაურაძემ „საქართველოს ტურიზმის ასოციაციასა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პირველი პროექტი მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ წარმატებით განხორციელდა. საქართველოს ბანკთან ერთად დაგეგმილი სამომავლო აქტივობები და მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ასოციაციას განახორციელოს ახალი პროექტები კერძო სექტორის მხარდასაჭერად“, - ნატალია კვაჭანტირაძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)