|
2025-09-22 11:20:05, 1177 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკსა და ADB-ს შორის, ვაჭრობის დაფინანსების მხარდასაჭერად „დამადასტურებელი ბანკის“ შეთანხმება გაფორმდა
ბაზისბანკი აფართოებს მონაწილეობას აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამაში (TSCFP) და უერთდება დამადასტურებელი ბანკების გლობალურ ქსელს. ბაზისბანკსა და ADB-ის შორის ხელი მოეწერა დამადასტურებელი ბანკის შეთანხმებას, რაც კიდევ უფრო ამყარებს ბაზისბანკის მზაობასა და მონდომებას, ხელი შეუწყოს ვაჭრობის დაფინანსების განვითარებასდა ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას საქართველოსა და რეგიონში. ბაზისბანკისა და ADB-ის თანამშრომლობა 2016 წლიდან იღებს სათავეს და ამ პერიოდში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის, ვაჭრობის ხელშეწყობის და მდგრადი ობლიგაციების პროექტები. ახალი შეთანხმების ფარგლებში, ბაზისბანკი იმოქმედებს როგორც დამადასტურებელი ბანკი ADB-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამებში. აღნიშნული პარტნიორობა ადგილობრივ ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლონ გაუმჯობესებული ფინანსური გადაწყვეტილებებით და მეტი სანდოობითა და ეფექტიანობით ჩაერთონ საერთაშორისო ვაჭრობაში. „ADB-სთან დამადასტურებელ ბანკად თანამშრომლობა ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი პარტნიორობა 2016 წელს დაიწყო და წლების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივად გარდაიქმნა. ახალი შეთანხმება აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ ბიზნესებს და ადასტურებს ერთგულებას ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისადმი საქართველოში.“ – განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ. ADB-ის მხარდაჭერა შესაძლებლობას მისცემს ბაზისბანკს, ვაჭრობის დაფინანსების ახალი ინსტრუმენტების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის არსებული რისკების შემცირებას, საერთაშორისო გარიგებების გამარტივებას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)