|
2025-09-15 14:51:05, 2493 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი - ის მხნედ და საბრძოლო განწყობაზეა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ, მისი მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „მხნედ და საბრძოლო განწყობაზეა“. ტყეშელაძის თქმით, ხაბეიშვილი ყველას ბრძოლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ქართული საზოგადოება ბიძინა ივანიშვილზე აუცილებლად გაიმარჯვებს. ადვოკატის განცხადებით, ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა არა იმიტომ, რომ ქართული მართლმსაჯულების სჯერათ. „იმის რწმენა კი არ გვაქვს, რომ ქართული სასამართლო აქ რამე სამართალს მიიღებს, არამედ გვინდა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროსასამართლოში წავიღოთ, რადგან ისტორიისთვის აუცილებელია, ნამდვილი სიმართლე დოკუმენტურადაც იყოს აღნიშნული. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, პოლიტიკოსი დაეკავებინოთ სიტყვის გამო“, — განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ. ადვოკატის თქმით, ხაბეიშვილის წინააღმდეგ ერთადერთი „მტკიცებულება“ მისი საჯარო განცხადებებია და „პროკურატურამ ის პოლიტიკურად, მხოლოდ სიტყვის გამო დააკავა“. რაც შეეხება ხაბეიშვილის სატელეფონო კომუნიკაციას, ადვოკატს ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იმედოვნებს, რომ მას კომუნიკაციას არ შეუზღუდავენ, რადგან ეს „კიდევ ერთი უკანონობა“ იქნება. ლაშა ტყეშელაძემ იმ სპეცრაზმელებსაც მიმართა, რომლებმაც ხაბეიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. ადვოკატის თქმით, მათი ჩვენებები სამართლებრივ არგუმენტებს მოკლებულია. „სასაცილოა. რა უნდა ვისაუბროთ სპეცრაზმელებზე. არავითარი სამართლებრივი არგუმენტაცია მათ არ აქვთ. თითქოს რაღაც შეურაცხყოფად აღიქვეს. შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმავე სპეცრაზმელებმა ის შეურაცხყოფა არ აღიქვეს, ახალგაზრდა ადამიანებს რომ სცემდნენ, სტუდენტებს რომ სცემდნენ? ლევან ხაბეიშვილს რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიკვდილამდე მიიყვანეს? ეს თქვენთვის არ იყო შეურაცხყოფა?“ - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ. შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ლევან ხაბეიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი ორი მუხლით წარედგინა: მოხელისთვის ქრთამის დაპირებისა (სსკ 339-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და ხელისუფლების დამხობაზე საჯარო მოწოდებისათვის (სსკ 317-ე მუხლი).
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)