|
2025-09-15 13:23:16, 1506 ნახვა
სამართალი
ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო განხილვა იმართება
სასამართლოზე 11 მოწმე დაიკითხება, მათ შორის, გამომძიებლები, რომლებმაც სავარაუდო ქილერი, გელა უძილაური ამოიცნეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ უძილაურმა მკვლელობა ანგარებით ჩაიდინა, რასაც მოწმეები დაადასტურებენ. მათ შორისაა კახა ძანძავა - "კანონიერი ქურდის" ძმის მეგობარი, რომელიც დანაშაულის მომენტში ჯანგველაძესთან ერთად იმყოფებოდა და საქმის მთავარ მოწმედ ითვლება. საინტერესოა, რომ საქმეში ჯერ კიდევ არ გამოკითხულა ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომლის სახელიც არაერთხელ დასახელდა მკვლელობის ორგანიზებასთან კავშირში. მოკლული ლევან ჯანგველაძე, 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე ჩაცხრილეს. პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური, ხოლო მოგვიანებით, 12 აგვისტოს, კიდევ სამი პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. დაუსწრებლად ბრალი დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძესაც წაუყენეს. ცნობილია, რომ ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. პროკურატურის ინფორმაციით, მიქაძეებსა და ჯოხაძეს შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება ედებათ ბრალად. გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს - დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის. უწყება აცხადებს, რომ გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქაძეზე ძებნა გამოცხადდება. მოსამართლემ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)