2025-09-13 10:22:59, 3281 ნახვა
სხვადასხვა
თაობა Z რევოლუცია ნეპალში - დემონსტრანტებმა ახალი პრემიერი ChatGPT-ის დახმარებით შეარჩიეს
![]() ნეპალის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სუშილა კარკი. ის პირველი ქალია, ვინც ნეპალის მთავრობას ჩაუდგა სათავეში. კარკი დაინიშნა კონსულტაციების შედეგად, რომლებშიც მონაწილეობდნენ ქვეყნის პრეზიდენტი, სამხედროები და საპროტესტო მოძრაობა „თაობა Z“. ამასთან ნეპალში დემონსტრანტები ახალ ლიდერებს ChatGPT-ის დახმარებით ირჩევენ. ერთ-ერთ ყველაზე დიდ სერვერზე 100,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. იქ მათ ChatGPT-ს სთხოვეს შეედგინა კანდიდატების სია და გაეანალიზებინა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ხელოვნურმა ინტელექტმა გამოარჩია ოთხი კანდიდატი, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სუშილა კარკის, უზენაესი სასამართლოს ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლითაა ცნობილი. შედეგად, სწორედ ის გახდა დროებითი პრემიერ-მინისტრი და ქვეყანას 2026 წლის 5 მარტამდე, არჩევნების ჩათვლით, უხელმძღვანელებს. საპროტესტო გამოსვლების უშუალო მიზეზი იყო მთავრობის მიერ ქვეყანაში სოციალური ქსელებისა და მესენჯერების უმეტესობის აკრძალვა. სისხლიანი შეტაკებების შემდეგ აკრძალვა მოიხსნა, თუმცა პროტესტი გაგრძელდა - უკვე კორუფციის საწინააღმდეგო ლოზუნგებით. მომიტინგეები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს მათ, რამდენიმე მინისტრს სცემეს, ზოგი ქვეყნიდან გაიქცა. პრემიერ-მინისტრმა შარმა ოლიმ თანამდებობა დატოვა. არმიამ წესრიგი აღადგინა, რითაც უზრუნველყო პრეზიდენტსა და მომიტინგეებს შორის დიალოგი. სააგენტოების ცნობით, ნეპალი თანდათან უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, კატმანდუში მაღაზიები გაიხსნა, ქუჩებში მიმდინარეობს ბარიკადების დემონტაჟი.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|