02:02 - 05 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-12 11:16:47, 3711 ნახვა

ომი უკრაინაში
დრონებით შეტევა იყო პეტერბურგის მახლობლად მდებარე საზღვაო პორტზე

 უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ლენინგრადის ოლქის ქალაქ პრიმორსკის პორტზე. ადგილობრივი ხელისუფლება ერთ-ერთ გემზე ხანძრის გაჩენას ადასტურებს. პრიმორსკი ლენინგრადის ოლქის მთავარი ქალაქიდან, სანქტ-პეტერბურგიდან 75 კილომეტრშია.

ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში მდებარე პრიმორსკის პორტში განთავსებულია რუსეთის ნავთობკომპანია „ტრანსნეფტის“ ტერმინალები, სადაც მაგისტრალური ნავთობსადენებიდან იღებენ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, ინახავენ და ტანკერებზე ტვირთავენ შემდგომი ტრანსპორტირებისთვის.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს ტელეგრამ-არხზე დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნდა მოკლე შეტყობინება, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ერთ-ერთ გემზე ხანძარი გაჩნდა.

მალევე დროზდენკომ გაავრცელა ცნობა, რომ გემზე „ღია წვა ლიკვიდირებულია“ და „ნავთობპროდუქტების ჩაღვრის საფრთხე არ არის“. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

განახლება: გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე დილის რვა საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ხანძარი გაჩნდა საქაჩ სადგურზეც. დროზდენკოს თანახმად, ცეცხლი უკვე ჩააქრეს და არავინ დაშავებულა.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ რეგიონში გაანადგურა 30-ზე მეტი დრონი.

დროზდენკოს თანახმად, ნამსხვრევების ჩამოცვენა დაფიქსირებულია ქალაქებში, ვსევოლოჟსკსა და ტოსნოში და სოფლებში, პოკროვსკოესა და უზმინოში. გუბერნატორის ცნობითვე, არავინ დაშავებულა.

სამრეწველო ქალაქი ვსევოლოჟსკი უშუალოდ ესაზღვრება ქალაქ სანქტ-პეტერბურგს. ვსევოლოჟსკიდან 50 კილომეტრშია ქალაქი ტოსნო, რომელიც სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს. ეს ქალაქები 100 კილომეტრზე მეტი მანძილით არიან დაშორებული პრიმორსკის პორტს.

12 სექტემბერს, დრონებით შეტევის გამო დროებით დახურეს პეტერბურგის აეროპორტი „პულკოვო".




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი