23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-10 14:50:51, 803 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რთულია მოთმინებით უპასუხო ისეთ ადამიანებს - ქალებს და კაცებს, რომლებიც გუშინ და გუშინწინ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს

„სიძულვილზე სიძულვილით პასუხი არის ის, რასაც ეს ადამიანები ელიან. ჩვენ უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობის, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ბოლო დღეებში მის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოველენებზე შეფასება კიდევ ერთხელ გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა მაშინაც კი, როდესაც ქალი ძალადობს და ბილწსიტყვაობს.  

„ზოგადად,კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა მაშინაც კი, როდესაც ქალი შეუფერებლად იქცევა, ძალადობს და ბილწსიტყვაობს. მესმის, რომ ძალიან რთულია მოთმინებით უპასუხო ისეთ ადამიანებს - ქალებს და კაცებს, რომლებიც გუშინ და გუშინწინ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს. ეს ადამიანები არ ცნობენ არც საკუთარ სქესს, არც ეროვნებას, არც რელიგიას, არც სამშობლოს. აღარაფერს ვამბობ მათ მორალსა და ზნეობაზე. ეს არის გარედან დაფინანსებული აგრესიული ჯგუფი. ასეთი ინდივიდების ჩამოყალიბების პროცესი დღეს ან გუშინ არ დაწყებულა. მიზანმიმართულად ხდებოდა სხვადასხვა ინსტიტუციებში მათი გაწვრთნა, დატრენინგება, უსამშობლო მასად ქცევა. ამ ყველაფერში ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა. გახსოვთ ალბათ, წლების წინ, გია ბუღაძის ინიციატივით, სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული პერფორმანსი, სადაც პირისპირ მსხდომი ახალგაზრდები ერთმანეთს აფურთხებდნენ და ეს კონცეპტუალურ პროექტად დასახელდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ოპონენტები ცდილობენ, ზიზღი და შეურაცხყოფა დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინონ.

„ასეთივე დამაჯერებლობით“, ლიბერალური ფაშიზმის წარმომამდგენლები ახლაც ცდილობენ, ზიზღი, სიძულვილი, შეურაცხყოფა, დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინონ, რაც, ცხადია, განწირულია წარუმატებლობისთვის. ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც დაკავებულია შეურაცხყოფით, ზიზღით, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, მათ არანაირი მომავალი პოლიტიკაში არ აქვთ და ყოველთვის განწირულნი იქნებიან მარცხისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics