01:58 - 05 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-09 19:23:32, 1623 ნახვა

სხვადასხვა
აშშ-მ ჩინეთის, რუსეთის და ირანის დეზინფორმაციის აღკვეთის მემორანდუმი დატოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ქვეყნებს შეტყობინება გაუგზავნა, რომ წყვეტს ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომლებიც საშუალებას აძლევდა, გამოევლინა და გამოეაშკარავებინა რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, - ინფორმაციას The Financial Times-ი სამ ევროპულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მემორანდუმებს ხელი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მოეწერა და წარმოადგენდა იმ ინიციატივის ნაწილს, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის სააგენტო, გლობალური ჩართულობის ცენტრი (GEC) ხელმძღვანელობდა.

ჯეიმს რუბინმა, რომელიც ცენტრს 2024 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა, მემორანდუმების შეწყვეტას რუსეთთან და ჩინეთთან საინფორმაციო ომში „განიარაღების ცალმხრივი აქტი“ უწოდა. მისი თქმით, ამ დოკუმენტებს ევროპისა და აფრიკის დაახლოებით 22 ქვეყანამ მოაწერა ხელი.

გლობალური ჩართულობის ცენტრი 2011 წელს შეიქმნა ინტერნეტში ტერორისტული პროპაგანდისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოგვიანებით მისი მისია გაფართოვდა და საზღვარგარეთ დეზინფორმაციული კამპანიების თვალყურის დევნება და გამოვლენა დაემატა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი