|
2016-03-23 09:24:13, 936 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული გრძელდება
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირეულში სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის მსმენელები მონაწილეობენ. კადეტებმა და იუნკერებმა ჯგუფური დავალებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და ერთმანეთს თბილისის ტურის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარეს. კვირეულის მონაწილეებისთვის ლექციები წაიკითხეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ, გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა კობა ოშხერელმა. ლექციების მთავარი თემები საქართველოს შეიარაღებულ ძალები, სამხედრო გამოწვევები და საერთაშორისო უსაფრთხოება იყო. ლექციების დასრულების შემდეგ, მონაწილეები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ, ვიცე-პოლკოვნიკ ვასილ კოპეიკინთან ერთად პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველსა და საგარეო ურთიერთობათა მდივანს თენგიზ ფხალაძეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ანა დოლიძეს შეხვდნენ. საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მონაწილეები საჩხერის სამთო მომზადების სკოლასა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასაც“ ესტუმრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)