2025-09-09 14:26:21, 1530 ნახვა
სპორტი
საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში 2025 - თიბისი აბაშის დოღის მხარდამჭერი გახდა
![]() აბაშის იპოდრომი ხალხურ ცხენოსნობაში საქართველოს 2025 წლის თასის გათამაშებას უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და წელს პირველად, დოღის მხარდამჭერი თიბისი იქნება. ცხენოსნობის ეროვნული სახეობები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართულ დოღს, მაყურებელი და გულშემატკივარი არასდროს აკლია. ასეა აბაშაშიც, სადაც ადგილობრივი იპოდრომი სეზონზე რამდენიმე შეჯიბრებას მასპინძლობს. 2025 წლის საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში შემდეგ კატეგორიებში ჩატარდება:
შეჯიბრება, ასევე, გაიმართება ცხენბურთსა და ისინდში. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 25 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 15 000 ლარი, სწორედ, თიბისიმ დააწესა. ამასთან ერთად, იპოდრომის ტერიტორიაზე თიბისი საკუთარ სივრცესაც მოაწყობს. დოღის მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს რეგიონებში ტრადიციული, ეროვნული სახეობების პოპულარიზაციას. გვჯერა, რომ მიზანსწრაფული და მოუსვენარი ადამიანების ძალისხმევა ქმნის იმ გარემოს, სადაც ქართული კულტურა და სპორტი ინარჩუნებს ენერგიას და თანამედროვეობასაც შესაბამისად ერგება.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|