|
2016-03-23 09:12:28, 912 ნახვა
სამხედრო
საქართველოს გენერალი ფილიპ ბრიდლავი ესტუმრა
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი ესტუმრა. გენერალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დახვდა და საქართველოში წარმატებული ვიზიტი უსურვა. ხვალ, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს თავდაცვის სამინისტროში შეხვდება. დღეს კი დაგეგმილია ოფიციალური ვახშამი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, სადაც აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვებენ. აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოდან ხვალ გაემგზავრება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)