04:57 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-08 23:16:52, 1555 ნახვა

სამართალი
პუბლიკა- აქციაზე ჩვენს 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონები წაართვეს

ონლაინ მედია პუბლიკას განცხადებით, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან გამართულ აქციაზე მათ ორ ჟურნალისტს - ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს, ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონები წაართვეს.

"ალექსანდე ქეშელაშვილის ტელეფონის დაბრუნება მოვახერხეთ კოლეგის დახმარებით, ამ დრომდე ვეძებთ პუბლიკის კუთვნილ მეორე ტელეფონს.

პუბლიკა მოუწოდებს პირს, რომელმაც ჩვენს ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა, დაუბრუნოს ის რედაქციას. გვაქვს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ ვინ ართმევს ჩვენს ჟურნალისტს ტელეფონს.

პუბლიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რედაქციის ტექნიკის მოპარვასა და ჩვენი ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე". - წერია პუბლიკას განცხადებაში.

"ეს იყო მიზანმიმართული ძალადობა ჟურნალისტებზე" - ამის შესახებ გამოცემა "პუბლიკას" მთავარმა რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, "პუბლიკას" ორი ჟურნალისტი, რომლებსაც დაპირისპირების დროს მობილური ტელეფონები წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, კახა კალაძის შტაბთან პოლიციას ელოდებიან. 

ლიკა ზაკაშვილი შსს-ს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი. მისი თქმით, ორივე თავდამსხმელი, მათი მხრიდან, უკვე იდენტიფიცირებულია და ახალა გამოძიების რეაგირებას ელოდებიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics