01:57 - 05 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-08 16:36:42, 1803 ნახვა

სხვადასხვა
Russia Today-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პუტინის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა შესაძლოა კიბოს გამო თანამდებობა დატოვოს.

მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ და RT ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა, 7 სექტემბერს გადაცემა „ვეჩერის ვლადიმერ სოლოვიოვის“ ეთერში განაცხადა, რომ ექიმებმა მას „საშინელი, სერიოზული“ დაავადება დაუსვეს. მან თქვა, რომ ოპერაცია დასჭირდებოდა და მკერდის მარცხენა მხარეს მიუთითა.

„ვიგრძენი, რომ დღეს ეთერში უნდა გამოვსულიყავი და სიმართლე მეთქვა, რადგან ყოველთვის ჯობია თავად ვთქვათ სიმართლე, ვიდრე მაყურებელს ჭორებით ვკვებო“, - თქვა მან. მოგვიანებით სიმონიანმა ნათლად განაცხადა, რომ მასტექტომიაზე საუბრობდა: „როდესაც გვახსოვს „ახალგაზრდა გვარდიის“ გოგონები, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათ მკერდს ცოცხლად მოაჭრიდნენ - არა ჩემსას, ანესთეზიის ქვეშ...“

45 წლის მარგარიტა სიმონიანმა არ დააკონკრეტა, თუ რა დაავადება დაუსვეს ექიმებმა. სიმონიანთან დაახლოებულმა მედია ბაზარზე წყარომ The Moscow Times-ს განუცხადა, რომ მას კიბო დაუდგინეს და ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. წყაროს ცნობით, Russia Today-ში მისი მუშაობის გაგრძელების საკითხი წყდება და განიხილება მისი წასვლის ვარიანტი.

სიმონიანი ხელმძღვანელობს მედია ჰოლდინგ „Russia Today“-ს, რომელშიც შედის სააგენტო „რია ნოვოსტი“, ასევე ტელეარხ „RT“-ს - კრემლის ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს, რომელიც უცხოელ აუდიტორიაზეა ორიენტირებული. არხის ბიუჯეტი მთლიანად სახელმწიფო სახსრების ხარჯზე ყალიბდება. 2025 წელს, ბიუჯეტის კანონის თანახმად, „RT“-ს დაფინანსება 31,1 მილიარდ რუბლს შეადგენს. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს მედიაჯგუფ „Russia Today“-ს, „რია ნოვოსტი“-ს, თავად სიმონიანს და მის კოლეგებს.

სიმონიანის ქმარი, რეჟისორი ტიგრან კეოსაიანი, ცხრა თვეა კომაშია და მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ამის შესახებ თავად „RT“-ის მთავარმა რედაქტორმა თავის Telegram არხზე განაცხადა. კეოსაიანმა კლინიკური სიკვდილი 2025 წლის იანვარში განიცადა. 59 წლის კეოსაიანი ცნობილია, როგორც ფილმების „საწყალი საშა“, „ვერცხლისფერი შროშანა ხეობაში“ და „ყირიმის ხიდი“ რეჟისორი, ასევე პროპაგანდისტული გადაცემების „საღამო ტიგრან კეოსაიანთან“ და „საერთაშორისო ხერხის ქარხანა“ წამყვანი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი