2025-09-05 19:45:26, 1070 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მობილბანკში გალერია თბილისის ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია
![]() საქართველოს ბანკი ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკის სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და აპლიკაციას გალერია თბილისის სავაჭრო ცენტრის ციფრული სასაჩუქრე ბარათი დაემატა. ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა მობილბანკშივეა შესაძლებელი, მხოლოდ ადრესატი კი მას მობილურის ნომერზე, SMS-ის სახით მიიღებს. აპლიკაციაშივე შესაძლებელია ბარათის დიზაინის შერჩევა და მისალოცი წერილის დაწერა. „ჩვენ ვაგრძელებთ ციფრული არხების განვითარებას, რათა მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა ჰქონდეთ. გალერია თბილისის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატება მობილბანკში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომლის დახმარებით ადამიანებს საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევას გავუმარტივებთ. რაც მთავარია ადრესატს არჩევანის თავისუფლება აქვს, რადგან ვაუჩერით არა კონკრეტული ბრენდის მაღაზიაში შოპინგი, არამედ გალერია თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ობიექტში სასურველი ნივთის შერჩევაა შესაძლებელი. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მობილბანკის მომხმარებლებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ცნობისთვის, შეძენილი სასაჩუქრე ბარათის დამატება ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-შია შესაძლებელი. მისი გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა ადრესატი საქართველოს ბანკის მობილბანკით. გალერია თბილისის პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის საფასურის სასაჩუქრე ბარათით გადახდა კი Wallet-იდანვე შესაძლებელი იქნება. გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
ცესკო - ხმების 99%-ის დათვლის შედეგად თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 71.58% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.43%, იაგო ხვიჩიამ 7.51%
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|